ორ კვირაში გახდება ცნობილი, როგორ გაანაწილებს აშშ ვაქცინებს მსოფლიოს მასშტაბით

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში აშშ გამოაცხადებს, თუ როგორ გაანაწილებს ვაქცინების 80 მილიონ დოზას მსოფლიოს მასშტაბით.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ყურადღებას გაამახვილებს ვაქცინების სამართლიან განაწილებაზე და ამ პროცესს პოლიტიკურ მიმართულებას არ მისცემს.

„მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ გამოვაცხადებთ პროცესს, რომლითაც ვაქცინებს გავანაწილებთ“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

ბლინკენის თქმით, განცხადება გამოავლენს პროცესის კრიტერიუმებსა და დეტალებს.

ცნობისთვის, 17 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ სხვა ქვეყნებს ვაქცინის 80 მილიონ დოზას გაუზიარებს.