COVID-19 ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რიცხვი კვლავ მცირდება, გასულ კვირაში მსოფლიოში 3.5 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა და 78 000 ახალი ლეტალობა აღირიცხა. წინა კვირასთან შედარებით შესაბამისად 15% და 7%-ით იკლო შემთხვევებმა. ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონებში ბოლო კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მეტად შემცირდა. ხოლო შემთხვევების რიცხვი გაიზარდა აფრიკისა და დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონებში.
თუმცა მიუხედავად იმისა, რომ გლობალური შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რიცხვი მეხუთე და მეოთხე კვირაში შემცირდა, ზოგადი მაჩვენებელი კვლავ მაღალ დონეზე რჩება და მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნა ბევრ ქვეყანაში.
მსოფლიოში კორონავირუსის 170 მილიონზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული.