კახა კუჭავამ და ლატვიის ელჩმა შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის დროული და სრულყოფილი იმპლემენტაციის საკითხზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე, ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა განაცხადზე, რომელსაც საქართველო 2024 წელს, ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს.

ხაზი გაესვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის დროული და სრულყოფილი იმპლემენტაციისა და საქართველოში თანამედროვე ევროპული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებით აღნიშნა ლატვიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

კახა კუჭავამ მადლობა გადაუხადა ლატვიურ მხარეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის