„საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, რასაც აჩვენებს სენატორების შაჰინისა და პორტმანის ვიზიტი, ეს არის გრძელვადიანი პარტნიორობა, რამდენადაც საქართველო ავითარებს დემოკრატიას და ეს პროცესი გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა სენატორების ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განაცხადა.
„ვიზიტის მთავარი გზავნილი იმის ჩვენებაა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს და ორი ქვეყნის პარტნიორობას. ეს არის გრძელვადიანი პარტნიორობა, რამდენადაც საქართველო ავითარებს მის დემოკრატიას და ეს გაგრძელდება. კორონავირუსის გამო გარკვეული პაუზა გვქონდა ვიზიტებში და ახლა მათთვის საინტერესოა, როგორ მიმდინაეობს ადგილზე მუშაობა. სენატორებმა გამოთქვეს ჩამოსვლის სურვილი, რომ გაეცნონ, როგორ ვითარდება საქართველოში მოვლენები. მათი ინტერესი ძალიან დიდია და როდესაც ისინი დაბრუნდებიან შტატებში, იქაც ინტერესით ელოდებიან მათ. საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ექნებათ, შეხვდებიან მთავრობის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ლიდერებს.
რა თქმა უნდა, ყურადღება გამახვილდება განგრძობად რუსული აგრესიაზე, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციაზე, რაც კვლავ რჩება ამერიკისთვის მნიშვნელოვან საკითხად და იწვევს როგორც საქართველოს, ისე ჩვენს შეშფოთებას. ეს ვიზიტი არის საქართველოს დემოკრატიული განვითარებისადმი ერთგულების გამოხატულება. ვფიქრობ, ისინი დაინტერესებლები არიან, როგორ მუშაობს საქართველო და საქართველოს ერთგულება დემოკრატიული განვითარების და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ რამდენად რჩება ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
დღეს კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობით საქართველოს ეწვევა