საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მისასალმებელია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება პარლამენტს, თუმცა იმედგაცრუებულია, რომ პარტიამ ხელი არ მოაწერა დოკუმენტს.
„კარგია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება პარლამენტს. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ნიშანია იმისა, რომ პარტიები პარლამენტში ერთად მუშაობენ, რისკენაც ჩვენ მოვუწოდებდით მათ უკანასკნელი შვიდი თვის განმავლობაში. ყველა პარტიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო თავის ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებზე დაყრდნობით. რა თქმა უნდა, ჩვენ იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვეტილება მიიღო, ხელი არ მოეწერა შეთანხმების დოკუმენტისთვის. ვიმედოვნებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გადაწყვეტენ დოკუმენტზე ხელმოწერას, უზრუნველყოფენ იმას, რომ შეთანხმების პუნქტები ასახული იქნება კანონმდებლობაში და შემდეგ იქნება დანერგილი.
მას სჭირდება საკანონმდებლო ასახვა და შემდეგ იმპლემენტაცია, რათა უზრუნველყოფილი იყოს რეალური ცვლილებები, მათ შორის უკეთესი არჩევნებისა და სასამართლო სისტემის მიმართულებით. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს დოკუმენტს, შევლენ პარლამენტში და იმუშავებს კონსტრუქციულად მმართველ პარტიასთან და ოპოზიციურ პარტიებთან“, - განაცხადა კელი დეგნანი.
„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის, თუმცა დოკუმენტზე ხელს არ აწერს.