ამერიკის საელჩოს ადამიანების უფლებათა დაცვის ოფიცერი შუქრუთის პროტესტის მინაწილეებს შეხვდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ელჩმა დეგნანმა განუცხადა.
„საელჩოს ადამიანების უფლებათა დაცვის ოფიცერი გუშინ შეხვდა, მოისმინა მათი წუხილი. მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ შედგეს შეხვედრა სახალხო დამცველთან და ეს ადამიანები დაუკავშირდნენ შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს მათი პრობლემების მოსაგვარებლად. საელჩოს როლი ამ შემთხვევაში არის დამაკავშირებლის. მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები კარგად გრძნობდნენ თავს და მათი პრობლემები გადაიჭრას“, - აცხადებს კელი დეგნანი.
შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი „ჯორჯიან მანგანეზს“ კომპენსაციებს სთხოვს. კომპანია აცხადებს, რომ მზადაა, აუდიტის დასკვნის საფუძველზე მოსახლეობას ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციები გადაუხადოს.