როდის მიიღებს საქართველო Sinopharm-ის, Novavax-ის, Pfizer-ისა და Jhonson & Jhonson-ის ვაქცინებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვაში განმარტა თუ როდის როდის მიიღებს საქართველო Sinopharm-ის, Novavax-ის, Pfizer-ისა და Jhonson & Jhonson-ის ვაქცინებს.

მისი თქმით Sinopharm-ის ვაქცინებს საქართველო ივნისის ბოლოს, ივლისის პირველ კვირაში მიიღებს, ხოლო Novavax-ის, Pfizer-ისა და Jhonson & Jhonson-ის ვაქცინების მიღება მესამე კვარტალში იგეგმება.

"მოსალოდნელია და ეს დაზუსტებულია კიდეც, რომ ივნისის ბოლოს, ივლისის პირველ კვირაში დაახლოებით ნახევარ მილიონ Sinopharm-ს მიიღებს ქვეყანა.

მესამე კვარტალში განსაზღვრულია Pfizer-ის მილიონი დოზის მიღება და ასევე, დაახლოებით, მესამე კვარტალში Covax-მაც დაადასტურა 700 ათასი Novavax-ის მოწოდება.

ასევე, მესამე კვარტალში დაადასტურეს Jhonson & Jhonson-ის ვაქცინის 130 ათასამდე დოზის მოწოდებაც.

მესამე კვარტალში გვექნება ვაქცინების დიდი მარაგი. ამიტომ მესამე კვარტალში უკვე განსაზღვრულია ინტენსიური, მასობრივი აცრები", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, მესამე კვარტალში ქვეყანა ემზადება, დღეში 15-16 ათასამდე ადამიანი აცრას.

"დღეს 130-მდე დაწესებულებაა ჩართული აცრებში, მაგრამ ეს კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს", - აღნიშნა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.