უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეუძლიათ შეაჩერონ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"- ის გაზსადენის მშენებლობა. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში აშშ-ის სენატორების დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა.
"მხოლოდ აშშ-ს და ჯო ბაიდენს შეუძლია "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობის დასრულების შეჩერება. ეს არის ძლიერი იარაღი, რომელიც რუსეთის ხელშია", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სენატორებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ აღნიშნული გაზსადენის ამუშევება უკრაინას წაართმევს სახსრებს, რომლებიც საჭიროა უკრაინის არმიის გასაძლიერებლად, რომელიც დღეს მთელ ევროპას იცავს.