საფრანგეთში 12-დან 18 წლამდე მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყება

18 ივნისიდან საფრანგეთში 12-დან 18 წლამდე მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ განაცხადა. ინფორმაციას France24 ავრცელებს.

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთის მოზრდილი მოსახლეობის 50-მა პროცენტმა უკვე გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა და ამას ქვეყნის ინოკულაციის პროცესში "ნამდვილი გარდამტეხი მომენტი" უწოდა.

როგორც გამოცემა წერს, ბოლო პერიოდში ვაქცინების მარაგი ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ვირუსის მწვავე მესამე ტალღას ნელ-ნელა თავი დააღწია, მაკრონის მთავრობას სურს სწრაფად გააფართოვოს ვაქცინის დაფარვის არეალი, რადგან თავიდან აიცილონ ვირუსის იმ ახლი ვარიანტების გავრცელება, რომლებმაც შეიძლება ტრაგიკული შემთხვევები გამოიწვიოს.