BBC: ბელარუსმა თავის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება დროებით აუკრძალა

ბელარუსმა თავის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება დროებით აუკრძალა, მათ შორის მათაც, ვინც სხვა ქვეყანაში ბინადრობის უფლებით სარგებლობს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც BBC წერს, არსებობს რამდენიმე გამონაკლისი, მათ შორის გამონაკლისია დაშვებული ბელარუსის სახელმწიფო მოხელეებისთვის ოფიციალური ვიზიტებისთვის და სახელმწიფო ტრანსპორტის პერსონალისთვის.

სასაზღვრო კომიტეტმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზად კორონავირუსის პანდემიის გავრცელება დაასახელა.