დავით ზალკალიანი: სენატორების ვიზიტი ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების შეფასების კუთხით

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოში სენატორების ვიზიტი ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების შეფასების კუთხით.

"საქართველოში სენატორების ჯიმ შაჰინისა და რობ პორტმანის ვიზიტი ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება დროის თვალსაზრისით, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების შეფასების კუთხით, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან შემდგომი კონტაქტების გაძლიერების თვალსაზრისით, ვფიქრობ ძალიან კარგი და სასარგებლო ვიზიტი იქნება", - აღნიშნავს ზალკალიანი.

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია დელეგაციამ გააჟღეროს ორპარტიული გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად.