უკრაინის პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ილია მეორეს ესტუმრა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი დელეგაციასთან ერთად ესტუმრა.

„შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული ძმური ურთიერთობებისა და მათი გაღრმავების პერსპექტივის შესახებ.

კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრები დალოცა და მშვიდობიანი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა“, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.