დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უინძორის სასახლეში 13 ივნისს შეხვდება. ამის შესახებ სამეფო ოჯახის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა.
"2021 წლის 13 ივნისს, კვირას, დედოფალი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და პირველ ლედის ჯილ ბაიდენს უინძორის სასახლეში შეხვდება", - წერია განცხადებაში.