"ევროკავშირი და NATO უკრაინისა და საქართველოს საერთო მიზანია", - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე წერს.
"ევროკავშირი და NATO უკრაინისა და საქართველოს საერთო მიზანია. ამ მიზნისკენ ჩვენ ერთად უნდა ვიაროთ. ამ გზებზე ვისაუბრე სპიკერთან, კახა კუჭავასთან. მადლიერი ვარ მნიშვნელოვანი ინიციატივების მხარდაჭერისთვის, უკრაინელი და ქართველი ხალხების სასარგებლოდ", - წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ვიზიტით მიიწვია.