რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

3 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქინა ჯამში 155 538-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 37 780 ადამიანი.

"აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო 24 საათში, ვაქცინა 6 347-მა ადამიანმა გაიკეთა.