ბულგარეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 150 000 დოზას ბალკანეთის სახელმწიფოებს გაუზიარებს. ამის შესახებ ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრმა სტოიჩო კაცაროვმა განაცხადა. ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს.
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ბულგარეთს ევრკავშირის მასშტაბით აცრილთა ყველაზე ნაკლები რაოდენობა ჰყავს, თუმცა ქვეყანა დათანმხდა ევროკავშირისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 13 მილიონი დოზის მიღებას და შეუძლია მეზობელ ქვეყანებს გაუზიაროს.
"იდეა არის ვაქცინის 150,000 დოზის განაწილება ჩვენს მეზობელ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში", - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ სოფიამ მიიღო თხოვნები ჩრდილოეთ მაკედონიიდან, ალბანეთიდან, კოსოვოდან და ბოსნიიდან.