ამერიკის შეეერთებული შტატები საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს მიაწვდის. ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც შაჰინმა აღნიშნა, თეთრმა სახლმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურა.
„გიზიარებთ კარგ ახალ ამბავს, თეთრმა სახლმა სულ ახლახან დაადასტურა და განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, საქართველოს გამოუყოს Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.