ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ ყურადღებით დაკვირდება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც ოქტომბერში გაიმართება.
მისი თქმით, არჩევნები მაქსიმალურად სამართლიანი და თავისუფალი რომ იყოს, მნიშვნელოვანია რეფორმების სვლის გაგრძელება დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფით.
„ყველა შეხვედრაზე, რომელიც დღეს გავმართეთ, ხაზს ვუსვამდით იმ მნიშვნელობას, რომელიც ენიჭება ადამიანის უფლებების დაცვასა და უზრუნველყოფას. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, სამართლიან არჩევნებს, სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას და საარჩევნო რეფორმის განხორციელებას, 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობას. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები მხარეებს შორის.
რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებით - დიახ, ოქტომბრის არჩევნები იქნება ნამდვილად დაკვირვების ქვეშ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით დააკვირდება ამ არჩევნებს. ვიცი, რომ ევროპაც და ამერიკის შეერთებული შტატებიც გამოგზავნიან საქართევლოში დამკვირვებლებს, რომელიც ამ პროცესს უშუალოდ ადგილზე დააკვირდებიან. იმისათვის, რომ ეს არჩევნები მაქსიმალურად სამართლიანი და თავისუფალი იყოს, მნიშვნელოვანია რეფორმების სვლის გაგრძელება დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფით", - განაცხადა სენატორმა.