ქუთაისში მეტალურგიული ქარხანის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა

ქუთაისში მეტალურგიული ქარხანის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცი სიმაღლიდან ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.