პოლიციამ პარლამენტთან მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.
არსებული ინფორმაციით დაკავებულია ლექსო მაჭავარიანი და ნოდარ რუხაძე.
საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის ინფორმაციით, მათი დაკავების მიზეზი პოლიციის შეურაცხყოფა და დაუმორჩილებლობა გახდა.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა "სირცხვილია" 22:00სთ-დან დაუმორჩილებლობას აცხადებს და ოპოზიციის ლიდერებთან ერთად, პარლამენტთან რჩება.