„სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს შევხვდი იმის გასაგებად, როგორ შეუძლია აშშ-ს, უკეთ დაეხმაროს საქართველოს ინსტიტუტების გაძლიერებაში“, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტისას სენატორმა ჯინ შაჰინმა Twitter-ზე დაწერა.
„ძლიერი, სიცოცხლით სავსე სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიისთვის დამაიმედებელი ნიშანია. მადლიერი ვარ, რომ შევხვდი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს იმის გასაგებად - თუ როგორ შეუძლია აშშ-ს, უკეთესად დაეხმაროს საქართველოს თავისი ინსტიტუტებისა და მმართველობის სტრუქტურის გაძლიერებაში“, - დაწერა სენატორმა შაჰინმა 3 ივნისს, ტვიტერის საშუალებით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ“, - აღნიშნულია სენატორის ტექსტში.
რა საკითხები განიხილეს სენატორებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრისას