ტანზანიაში ქალ დეპუტატს პარლამენტის შენობა ვიწრო შარვლის ტარების გამო დაატოვებინეს

ტანზანიაში დეპუტატი ქალისგან, რომელსაც ვიწრო შარვლის ტარების გამო პარლამენტის შენობა დაატოვებინეს, ბოდიშის მოხდას ითხოვენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ქალს შენობის დატოვება მას შემდეგ მოსთხოვა, რაც კაცმა დეპუტატებმა მის ,,არასათანადო ჩაცმულობაზე" გაამახვილეს ყურადღება.

კაცი დეპუტატები აღნიშნავდნენ, რომ ქალს ,,შესაბამისად არ ეცვა“.

„კარგად ჩაიცვი და მოგვიანებით შემოგვიერთდი“, - მიმართა სპიკერმა ქალ დეპუტატს.

მანვე აღნიშნა, რომ ეს არ იყო პირველი საჩივარი, რომელიც პარლამენტის წევრის ჩაცმულობასთან დაკავშირებით მიიღო.

ტანზანიაში ქალებს შარვლის ტარების უფლება აქვთ, თუმცა ტანსაცმელი ტანზე მომდგარი არ უნდა იყოს.