რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

4 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინა ჯამში 161 947-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 40 811 ადამიანი.

"აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო 24 საათში, ვაქცინა 6 409 ადამიანმა გაიკეთა.