9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში გადაადგილების შეზღუდვა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს.
შეზღუდვა გავრცელდება ქვეითად მოსიარულეებზე, ასევე ავტოტრანსპორტზე. ეს ზომა არ გავრცელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და იმ პირებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ასევე სამედიცინო, ფარმაცევტული დაწესებულებების, მედიადაწესებულებისა და მიტანის სერვისის პერსონალზე.