სავარაუდოდ ივლისიდან, როდესაც მასობრივი მასობრივი ვაქცინაცია უნდა დაიწყოს, აცრის გაკეთება როგორც რეგისტრაციით, ასევე ცოცხალი რიგითაც იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
თამარ გაბუნიას განმარტებით, მასობრივი ვაქცინაციისას მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანიის კიდევ უფრო მეტად გაფართოება.
„დღეს მოთხოვნა ვაქცინებზე მაღალია, თუმცა მოთხოვნა მაღალია მოსახლეობის 30%-ის მხრიდან. ეს ყველაფერი გასავლელი გვაქვს და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
„ვფიქრობ, ორივე მოდელის გამოყენება. გარდა იმისა, რომ მოქალაქეს შეიძლება არ ჰქონდეს წვდომა პორტალთან ან ინტერნეტთან მუშაობის უნარი, შესაძლებელი უნდა იყოს ვაქცინაციის ცენტრებში მისვლა და უბრალოდ აცრა, რომ ვაქცინა ყველა მოქალაქემ მალე გაიკეთოს.
რეგისტრაციის პორტალის მიზანი არის ის, რომ ვაქცინაცია ორგანიზებული სახით ჩატარდეს, თუმცა დღეს, პრიორიტეტული ჯგუფების ორგანიზებულად აცრის შემთხვევები გვაქვს, როცა ადამიანები რიგში დგებიან, მიდიან და იცრებიან. ეს ორგანიზაცული საკითხია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.