Gilead-ისგან დონაციის სახით Remdesivir-ს დამატებით მიიღებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ეს მედიკამენტი დაახლოებით 1000 პაციენტზე გათვლილი.
თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ კლინიკებს სხვა მედიკამენტების მარაგის თვალსაზრისით პრობლემა არ აქვთ. მისივე განმარტებით, მუშაობა გრძელდება საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ თუ რაიმე დამატებითი შესაძლებლობა იქნება უახლოეს პერიოდში მედიკამენტების კუთხით, საქართველოშიც იყოს ხელმისაწვდომი.
„მიმდინარეობს მუშაობა Gilead-თან. იცით, რომ საქართველოს პროგრამა იყენებს Remdesivir-ს, რაც ემყარება აშშ-ის წამლის სააგენტოს რეკომენდაციებს და ასევე, ამერიკულ „გაიდლაინებს“. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია Remdesivir-სთვის არ არის, მისი გამოყენების გამოცდილება ჩვენ, ინდივიდუალურ შემთხვევებში პოზიტიური გვაქვს. ვფიქრობ, ამის შესახებ კლინიკური ჯგუფი მოკლე ხანში გააკეთებს თავის დასკვნას. „გილიადისგან“ დონაციის სახით მივიღებთ დამატებით Remdesivir-ს, ასევე მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე მწარმოებელთან მონოკლონური ანტისხეულების მიღებასთან დაკავშირებით.
ის შესაძლებლობები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში შესაძლოა კლინიკური შემთხვევების მარვისთვის არსებობდეს, საქართველშიც არის, თუმცა შემთხვევების ლეტალური გამოსავლით დასრულება ძალიან საყურადღებოა და ამას სამინისტრო მიმდინარე რეჟიმში სწავლობს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.