ტაჯიკეთის საზღვართან ყირგიზეთის საჰაერო თავდაცვის ძალების კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა ყირგიზეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტმა (GKNB).
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში 15 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის სპეცრაზმი და ეკიპაჟის წევრები.
გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი არ მოჰყოლია. არიან დაჭრილები, რომლებმაც საჭირო სამედიცინო დახმარება უკვე მიიღეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია ოთხი ადამიანი.