მაშველები ქობულეთსა და კვარიათში, ზღვაში ორ კაცს ეძებენ

მაშველები ქობულეთსა და კვარიათში ერთდროულად, ზღვაში გაუჩინარებულ ორ კაცს ეძებენ. შემთხვევები როგორც კვარიათში, ასევე ქობულეთის სანაპიროზე დღეს მოხდა.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ვითარებაში გაუჩინარდნენ მამაკაცები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ორივეგან შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო.

ორივე ადგილზე 30-მდე მაშველი-მეხანძრე, 7 მყვინთავი და 2 მცურავი საშუალებაა მობილიზებული და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამასთან, ძებნის სამუშაოები კვადროციკლით და დრონით ხორციელდება.