აშშ-ის საელჩო: აშშ-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კავშირი ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს

"აშშ-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კავშირი ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"ამ კვირაში JTEC-ის,NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ხუთიწლისთავი აღინიშნა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი მათიაშვილი დაესწრნენ.

JTEC-ის შექმნა 2014 წლის უელსის სამიტზე გადაწყდა და იგი 2016 წელს ამუშავდა. ცენტრის მიზანი იყო საქართველოს დახმარება მისი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის რეფორმის, მოდერნიზაციისა და გაძლიერების პროცესში. ასევე, ქართული ძალების NATO-ს წევრ და პარტნიორ ჯარებთან თავსებადობის გაზრდა, მრავალეროვნული ტრენინგებისა და სწავლების შესაძლებლობების შეთავაზება და შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში სტაბილურობისთვის ხელის შეწყობა", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.