თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ თეონა აქუბარდია აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ თეონა აქუბარდიას კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს
მხარი თეონა აქუბარდიას კანდიდატურა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე პარლამენტის რეგლამენტის 228-ე მუხლის თანახმად, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფმა წარადგინა.