ვლადიმერ პუტინი : "ჩრდილოეთის ნაკად 2-ის" პირველი ხაზით ბუნებრივი აირის მიწოდება შესაძლოა, ათ დღეში დაიწყოს

"გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკად 2-ის" პირველი ხაზით ბუნებრივი აირის მიწოდება შესაძლოა, ათ დღეში დაიწყოს", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის (SPIEF) პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, "გაზპრომი" ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის მზად არის, ამიტომ ახლა ყველაფერი დამოკიდებული იქნება გერმანიის მარეგულირებელზე.

ამასთან, პუტინი ვარაუდობს, რომ გაზსადენის მეორე ხაზის მშენებლობა დასრულდება 1,5-2 თვეში.

პუტინმა აღნიშნა, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2" არ წარმოადგენს ქვეყნის რისკებს; მისი თქმით, "ჩრდილოეთის ნაკადი 2" არის ევროპისთვის ეკონომიკურად მომგებიანი პროექტი, რომლის შედეგადაც ევროპის ქვეყნები გაზს უფრო იაფად მიიღებენ.