სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდა.
"ამჟამინდელ კრიზისულ პერიოდში ჩვენ მამა-შვილურად მოვუწოდებთ პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს, რყევების, შესაძლო შეტაკებების და ტრაგიკული მოვლენების თავიდან ასაცილებლად გადადგომის გადაწყვეტილება მიიღოს", - აღნიშნულია სომხების სულიერი ლიდერის მიმართვაში.
ანალოგიური მოწოდებით გამოვიდა კილიკიის “დიადი სახლის” კათოლიკოსი არამ პირველიც.
ერევნის დროით 12:00 სთ-ზე ოპოზიციის მიერ ნიკოლ ფაშინიანისთვის მიცემული ვადა ამოიწურა. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციამ დაუმორჩილებლობის მშვიდობიანი აქციების დაწყება დააანონსა.