ეკონომიკა
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ მუშაობა სატესტო რეჟიმში განაახლა
20 მაისს აზერბაიჯანის რკინიგზამ ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე სატვირთო მატარებლის გაშვების შესახებ განაცხადა, სადაც ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაო სრულდება. როგორც ადრე იტყობინებოდნენ, სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ სამშენებლო სამუშაო ქართულ მონაკვეთზე გრძელდება. „ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტი სატესტო რეჟიმში გაიხსნა. კერძოდ, დღის პირველ ნახევარში სამშენებლო სამუშაო გაგრძელდება, დღის მეორე ნახევარში კი, სატვირთო მატარებლები იმოძრავებენ,” - განმარტეს სამინისტროში. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე აშენდა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული ნაწილი სარემონტო-აღდგენითი სამუშაოს გამო, 2023 წლის 16 მაისიდან დაიკეტა. სარკინიგზო ხაზი აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს აკავშირებს. ეს არის უმოკლესი გზა არამხოლოდ სამ ქვეყანას შორის, არამედ, აზიასა და ევროპას შორის. BTK შესაძლებელს ხდის საქონლის ტრანსპორტირების დროის განახევრებას. რკინიგზა ამარტივებს ცენტრალური აზიის ქვეყნების - თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და ავღანეთის წვდომას ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე. რკინიგზის საერთო სიგრძე 846 კმ-ია. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის 504 კმ, საქართველოს გავლით - 263 კმ, თურქეთის გავლით - 79 კმ. საწყის ეტაპზე BTK-ით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა წელიწადში 6,5 მლნ ტონა იქნება, ხოლო დაგეგმილია 1 მილიონამდე მგზავრის გადაყვანა. 20 მაისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის ახლად გარემონტებულ სარკინიგზო ხაზზე სატვირთო მატარებლების მოძრაობა დაიწყება - რუსტამოვი
ეროვნული ბანკი: როგორც შიდა, ისე გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე ინფლაციური რისკები გაზრდილია
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) 0.25 პროცენტული პუნქტით (პპ) შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკის ცნობით, „საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა.“ „2024 წლის აპრილში ფასების საერთო დონე წლიურად 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2.3 პროცენტი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის ზომიერი ზრდა მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების გამო ნავთობის ფასების ზრდამ განაპირობა. დროულად და საკმარისად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასების ცვლილება, მიზნობრივ 3 პროცენტიანი მაჩვენებლის გარშემო ნორმალიზდა. განახლებული პროგნოზით, 2024 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია, სხვა თანაბარ პირობებში, მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და შემდგომ 3%-იანი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება. მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, გაურკვევლობამ მოიმატა. როგორც შიდა, ისე გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე ინფლაციური რისკები გაზრდილია. ასევე საყურადღებოა, რომ ბოლო თვეებში ინფლაციური მოლოდინები მცირედ მომატებულია. ამასთან, სებ-ის შეფასებით, პანდემიამდელი ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია. შესაბამისად, ინფლაციური რისკის შემცველია მოსალოდნელზე ძლიერი შიდა მოთხოვნაც, რომელსაც ნაწილობრივ გაზრდილი საკრედიტო აქტივობა ასტიმულირებს. თუმცა საბაზო სცენარით, მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა მისი პოტენციური დონის გარშემო დასტაბილურდება და 5.6%-ით გაიზრდება, რაც დამატებით ინფლაციურ წნეხს არ შექმნის. ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით და ამ ეტაპზე არსებული შიდა და გარე გამოწვევების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პპ-ით, 8.0%-მდე შეამცირა. ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზაციას მხოლოდ ფრთხილი ბიჯებით გააგრძელებს. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება ან მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრება გახდეს საჭირო. საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 19 ივნისს ჩატარდება,“ წერია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის $35 მილიონის ინვესტიცია დაამტკიცა
მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია დაამტკიცა, რომელიც ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ელექტროკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის პირველი ფაზის (ESPIRE Program) დაფინანსებას ითვალისწინებს. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა განაცხადა. პროგრამა შეიქმნა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მოსამზადებელი აქტივობების მხარდასაჭერად. „მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დღეს მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია დაამტკიცა ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ელექტროკავშირისა და განახლებადი ენერგიის (ESPIRE) პროგრამის პირველი ფაზის დასაფინანსებლად. ეს პროგრამა შექმნილია ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და სტრატეგიული რეგიონული ინიციატივის - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის მოსამზადებელი აქტივობების მხარდასაჭერად. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაცია მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება საქართველოსთვის, ისევე, როგორც დანარჩენი მონაწილე ქვეყნებისთვის შავი ზღვის ორივე მხარეს, რადგან ამ ინიციატივის მიზანია: ენერგოუსაფრთხოების ამაღლება ენერგომიწოდების დეკარბონიზაცია განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობით, და ციფრული კავშირების ზრდა შავი ზღვის რეგიონის გასწვრივ და მის მიღმა. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მიზნად ისახავს შავი ზღვის გასწვრივ ელექტროენერგიისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი პარალელური წყალქვეშა კაბელის კავშირების განვითარებას დანიშნულების პუნქტებით საქართველოსა და რუმინეთში. ESPIRE პროგრამის დანიშნულებაა BSSC პროექტის შემუშავებისა და განხორციელების მხარდაჭერა. ESPIRE პროგრამის პირველი ფაზა ხელს შეუწყობს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისთვის შესაფერისი დერეფნის იდენტიფიცირებას შავი ზღვის ფსკერის კვლევების საშუალებით. ის ასევე მხარს დაუჭერს ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას მთავრობათაშორისი კოორდინაციისთვის და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღებას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის (BSSC) მონაწილე სხვა ქვეყნებთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო და სხვა მონაწილე ქვეყნები გადაწყვეტენ BSSC პროექტის განხორციელებას, ESPIRE პროგრამის მეორე ფაზა დააფინანსებს საქართველოში და პოტენციურად სხვა ქვეყნებში სახმელეთო გადაცემის ქსელის გაძლიერებას. ხოლო მესამე ფაზა ხელს შეუწყობს საკუთრივ წყალქვეშა კაბელის დაფინანსებას სხვა დამფინანსებლებთან თანამშრომლობით. BSSC შექმნის შესაძლებლობების მთელ რიგს საქართველოსთვის და მთლიანად სამხრეთ კავკასიისთვის, ესენია: ელექტროენერგიის ექსპორტი; სუფთა ენერგეტიკის განვითარება მასთან დაკავშირებული სარგებლით, რაც უკავშირდება სამუშაო ადგილების შექმნასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას; ენერგოუსაფრთხოება და ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა პირდაპირი კავშირებით ევროპის მსხვილ ელექტრობაზართან; ციფრული კავშირების შესაძლებლობების გაძლიერება და შედეგად, ინტერნეტკავშირის ხარჯების შემცირება, გამტარუნარიანობის გაუმჯობესება და რეზერვის შექმნა საერთაშორისო ციფრული კავშირისთვის შავი ზღვის გასწვრივ; ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერება ელექტროენერგიის ბაზრის ინტეგრაციის მეშვეობით და ამით ეკონომიკური მდგრადობის გამყარება მონაწილე ქვეყნებს შორის. მსოფლიო ბანკის ჯგუფს უნიკალური პოზიცია უკავია თავისი მნიშვნელოვანი ტექნიკური გამოცდილებით, ფინანსური რესურსებითა და ორგანიზაციული პოტენციალით, რათა პარტნიორული ურთიერთობები დაამყაროს მთავრობებთან, კერძო სექტორთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და განვითარების მიმართულებით მომუშავე სხვა პარტნიორებთან, პოტენციურად ტრანსფორმაციული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ხელშესაწყობად,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა. მსოფლიო ბანკის ცნობით, ESPIRE პროგრამა ჯამში სამი ფაზისგან შედგება 500 მლნ. აშშ დოლარის პოტენციური დაფინანსების პაკეტით, რომლის დანიშნულებაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარებისთვის საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესება, ადგილობრივი ელექტროგადამცემი სისტემის გაძლიერება და პირდაპირი ელექტროკავშირის დამყარება სამხრეთ კავკასიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას შორის. ამასთან ერთად, პროექტით გათვალისწინებული პარალელური ციფრული კავშირი შეამცირებს ინტერნეტის ხარჯებს, გააუმჯობესებს გამტარუნარიანობას და ზოგადად გააძლიერებს საერთაშორისო ციფრული კავშირების დამყარების შესაძლებლობას შავი ზღვის გასწვრივ. ამასთან, აღნიშნავენ, რომ ESPIRE პროგრამა შექმნილია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის მომზადების მომდევნო ეტაპების მხარდასაჭერად, რომელიც მიზნად ისახავს შავი ზღვის გასწვრივ ელექტროენერგიისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი პარალელური წყალქვეშა კაბელის კავშირების განვითარებას, დანიშნულების პუნქტებით საქართველოსა და რუმინეთში. მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა აღნიშნა, რომ ESPIRE პროგრამას წამყვანი როლის შესრულება შეუძლია რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული და ამბიციური ენერგეტიკული და ციფრული კავშირის ინიციატივის განხორციელებაში. “შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს აქვს პოტენციალი, გახდეს სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ტრანსფორმაციული დამაკავშირებელი, რომელიც შავი ზღვის გარშემო მდებარე ქვეყნებს დაეხმარება ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებაში, ენერგომომარაგების დეკარბონიზაციასა და განახლებადი ენერგიის განვითარებაში, ისევე როგორც პირდაპირი ციფრული კავშირების ზრდაში,” - აღნიშნა როლანდ პრაისმა. ESPIRE პროგრამის პირველი ფაზა განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევა, რადგან ის მიზნად ისახავს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტისთვის შესაფერისი დერეფნის იდენტიფიცირებასა და შემდგომი მოსამზადებელი სამუშაოს მხარდაჭერას, როგორიცაა შავი ზღვის ფსკერის კვლევა, გეოფიზიკური და გეოტექნიკური გამოკვლევების ჩათვლით. „BSSC პროექტის განხორციელების მზაობის ასამაღლებლად, პირველი ფაზა ასევე მოიცავს შესაძლებლობების განვითარებასა და ტექნიკურ დახმარებას მთავრობათაშორისი კოორდინაციისთვის ადეკვატური ინსტიტუციური მექანიზმების შესაქმნელად, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მონაწილე სხვა ქვეყნებთან ერთად შეთანხმებული გადაწყვეტილებების მისაღებად. თუკი საქართველო და სხვა მონაწილე ქვეყნები საბოლოოდ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების გადაწყვეტილებას მიიღებენ, ESPIRE პროგრამის პირველი ფაზის პარალელურად დაიწყება პროგრამის მე-2 ფაზის დაფინანსება, რომელიც ეხება მიწისზედა გადამცემი ქსელის გაძლიერებას საქართველოში და პოტენციურად სხვა ქვეყნებში, რაც გადამწყვეტი იქნება ელექტროენერგიის გაცვლისთვის წყალქვეშა კაბელის სისტემის მეშვეობით. პროგრამის მე-3 ფაზა კი თავად წყალქვეშა კაბელის მშენებლობას დააფინანსებს, სხვა დამფინანსებლებთან ერთად. ხოლო შავი ზღვის ფსკერის იმავე დერეფანში გათვალისწინებული პარალელური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის კომპონენტი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან კერძო ინვესტიციებსაც მოიზიდავს,“ - აღნიშნავენ მსოფლიო ბანკში. თავის მხრივ, საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი არის საქართველოს მიერ ინიცირებული ფლაგმანი პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროპის ენერგეტიკულ სისტემასთან პირდაპირ კავშირს უზრუნველყოფს. პროექტის შემდგომი განვითარების კუთხით ფუნდამენტურია დაფინანსების პირველი ფაზა, რომელიც დღეს მსოფლიო ბანკმა დამტკიცდა. „პროექტის განხორციელება ქვეყანაში მასშტაბური ინფრასტრუქტურის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების ზრდას გულისხმობს. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით საქართველო ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ქვეყანა გახდება, ეს კი ხელს შეუწყობს ევროკავშირის, საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიების სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს ამ რეგიონებს შორის,“ - აღნიშნა მინისტრმა. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ასევე განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი ESPIRE პროგრამის პირველი ეტაპი ხელს შეუწყობს იმ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას, და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის მოსამზადებელ სამუშას განხორციელებას. „ჩვენ გვჯერა, რომ პროექტი გააძლიერებს საქართველოს, როგორც სანდო სატრანზიტო და განახლებადი ენერგიის ექსპორტიორი ქვეყნის როლს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციასა და რეგიონული სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაში. პროექტი განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ევროკავშირს შორის უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, განვითარებას და კავშირებს მთელს რეგიონში,“ - აღნიშნა მინისტრმა. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ESPIRE MPA პროგრამა მსოფლიო ბანკის ჯგუფის გლობალური გამოწვევის პროგრამების ნაწილია “ენერგეტიკის გარდაქმნის, ეფექტიანობის და წვდომის” და “დიგიტალიზაციის დაჩქარების” შესახებ. პროგრამა ასევე შესაბამისობაშია საქართველოსთან მსოფლიო ბანკის პარტნიორობის 2025-2029 წლების ჩარჩო-დოკუმენტთან, რომელიც ფოკუსირებული იქნება ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასა და კონკურენტუნარიანობაზე, და ასევე, კავშირებისა და ინტეგრაციის გაუმჯობესებაზე. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. პროექტით, აზერბაიჯანული მწვანე ენერგია გაივლის საქართველოს, შავ ზღვასა და რუმინეთს და გაიყიდება უნგრეთში. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ, რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს უზრუნველყოფს.
ყაზახეთი ურანის ექსპორტს ჩინეთის გავლით გეგმავს
ყაზახეთის „Kazatomprom-ი“ (ურანის ეროვნული კომპანია) ურანის მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას აგრძელებს. ამის შესახებ Trend ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. ამრიგად, ყაზახური კომპანია ჩინეთის ნაციონალური ბირთვული კომპანიის (CNNC) შვილობილ კომპანიებთან - CNUC (ჩინეთის ეროვნული ურანის კორპორაცია) და CNEIC (ჩინეთის ბირთვული ენერგიის ინდუსტრია,) ჩინეთის ტერიტორიის გავლით, ურანის ტრანზიტის მომსახურების მიწოდების შესახებხელშეკრულებაზე მუშაობს. ამჟამად „Kazatomprom-o“ ურანის პროდუქციის ტრანსპორტირებას სანქტ-პეტერბურგის პორტიდან (რუსეთი) ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ახორციელებს. დღეს, ყაზახური ურანის პროდუქციის ტრანსპორტირების ალტერნატიული მარშრუტია ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR, შუა დერეფანი). აქტაუს (ყაზახეთი), ალათის (აზერბაიჯანი) და ფოთის (საქართველო) საზღვაო პორტები ამ მარშრუტზე ხელს უწყობენ ამ პროდუქციის მიწოდებას. იმავდროულად, 2023 წლის 29 სექტემბერს, ყაზახეთის Kazatomprom-მა წარმოადგინა 2025 წლის ურანის წარმოების სტრატეგია. Kazatomprom-ის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა კომპანიის სტრატეგია, გაზარდოს ურანის მოცულობა 2025 წელს წიაღისეულის გამოყენების კონტრაქტებით დაგეგმილი დონის 100 პროცენტამდე. ყაზახეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა ბუნებრივი ურანის დადასტურებული მარაგებით. ყაზახეთის რესპუბლიკის სიღრმეები შეიცავს ყველა დადასტურებული მსოფლიო რეზერვების დაახლოებით 14 პროცენტს. ქვეყნის მთლიანი დადასტურებული მარაგი 700 000 ტონაზე მეტ ურანს შეადგენს. 2009 წელს ყაზახეთმა პირველი ადგილი დაიკავა ურანის წარმოებაში და ის აგრძელებს ლიდერის პოზიციის შენარჩუნებას მსოფლიო ბაზარზე. ყაზახეთი მსოფლიოში ურანის დაახლოებით 40 პროცენტს აწარმოებს.
შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები
ბოლო ორი წლის გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის) მნიშვნელობა მკვეთრად გაზარდა. პირველ რიგში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და გასული წლის ბოლოდან ჰუსიტების თავდასხმა წითელ ზღვაში, გავლენას ახდენს გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე. სატრანსპორტო დერეფნები აზიიდან, ძირითადად ჩინეთიდან ევროპისაკენ, და ევროპელების მიერ მოხმარებული პროდუქტების მიწოდების ჯაჭვები შეფერხებულია, რამაც საბოლოოდ ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა. ამ თემას აზერბაიჯანული მედია სტატიას უძღვნის და ანტალიის ფორუმზე გაკეთებული განცხადებები მოჰყავს. კერძოდ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჰიკმატ ჰაჯიევმა ფორუმზე გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ კავკასიის ტერიტორიის გავლით ჩინეთსა და ევროკავშირს შორის წლიური სავაჭრო ბრუნვა 700 მილიარდ დოლარს აღემატება. „ამჟამად ჩრდილოეთ დერეფანი პრაქტიკულად პარალიზებულია ცნობილი მიზეზების გამო, რაც ზრდის კავკასიის რეგიონის მნიშვნელობას, რომელიც არის ცენტრი ამ ორ სავაჭრო პარტნიორს შორის. „ამრიგად, სამხრეთ კავკასიას და შუა დერეფანს შეუძლია, უზრუნველყოს ფართო სტრატეგიული კავშირი, რაც აზერბაიჯანული მხარის განზრახვაა. ჩვენ ვხედავთ დამატებით აქცენტს რეგიონის პოტენციალზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ტვირთების გადაზიდვა ჩინეთიდან ევროპაში,“ - განაცხადა ჰაჯიევმა. „ახლახან ბალკანეთისა და შავი ზღვის ფორუმის ფარგლებში, როგორც ჩინეთმა, ასევე ევროკავშირმა გამოხატეს საერთო ინტერესი შუა დერეფნის განვითარების მიმართ - გეოპოლიტიკური პრობლემების გადასაჭრელად და მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. ევროპულმა და საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გამოყონ 10 მილიარდი ევრო ცენტრალური აზიის რეგიონში სატრანსპორტო კავშირების, პირველ რიგში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის,“ ვკითხულობთ სტატიაში. როგორც ცნობილია, წითელ ზღვაში გემებზე ჰუსიტების თავდასხმების დაწყებიდან, სუეცის არხის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 55%-ით შემცირდა. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) შეფასებით, სუეცის არხმა ტვირთის დაახლოებით ორი მესამედი წითელ ზღვაში დაძაბულობის გამო დაკარგა და ეს ტვირთი ახლა სამხრეთ აფრიკაში გადის. რიგმა გადამზიდავმა კომპანიებმა გადაწყვიტეს, მთლიანად შეაჩერონ ტრანსპორტირება წითელი ზღვის გავლით. ამ ფონზე, გადამზიდავები გრძელ შემოვლით მარშრუტს ირჩევენ კეთილი იმედის კონცხის გავლით (აფრიკის სამხრეთით მდებარე კონცხი; მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კაპის ნახევარკუნძულზე, კეიპტაუნის სამხრეთით, რედ.), იმავდროულად, ევროკავშირში, ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ შუა დერეფანს, რომელიც გადის ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ტერიტორიაზე - იგი განიხილება როგორც ოპტიმალური ვარიანტი თურქეთის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ბაზარზე, დროისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. აერბაიჯანული მედიის ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანი შუა დერეფნის კომბინირებული საზღვაო და სარკინიგზო კომპონენტის შესაძლებლობების გაფართოებაზე აქტიურად მუშაობდა, რაც ასევე მოიცავს საქონლის გადაზიდვას ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო მაგისტრალითა და ბაქოს პორტით. როგორც ჰაჯიევმა აღნიშნა, აზერბაიჯანი ახორციელებს ინვესტიციას ბაქოს ალათის პორტის გამტარუნარიანობის გასაზრდელად, რათა წელიწადში 25 მილიონ ტონას მიაღწიოს. „აზერბაიჯანმა ახლახან დაიწყო დამატებითი ინვესტიციების განხორციელება საქართველოსთან ერთად BTK-ის ქართული სეგმენტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით. ჩვენ თურქ კოლეგებთანაც შევთანხმდით ყარსიდან ნახიჩევანამდე რკინიგზის გაყვანაზე,“ - განაცხადა აზერბაიჯანი პრეზიდენტის თანაშემწემ. 230 კილომეტრიანი ხაზი ყარსი-იგდირიდან დაიწყება და ნახიჩევანამდე გაგრძელდება. იქიდან ხაზი დაუკავშირდება ირანის, ავღანეთისა და პაკისტანისკენ მიმავალ სარკინიგზო ხაზს. ამდენად, თურქეთს ლოგისტიკაში დიდი უპირატესობა ექნება. რაც შეეხება BTK-ის ქართულ მონაკვეთზე მუშაობას, სტატიის ავტორი წერს, რომ მისი დასრულება ორ თვეში იგეგმება. დღეს საქართველოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციების ხელმძღვანელების სამმხრივი შეხვედრა იმართება, სადაც განიხილება ამ სამუშაოს განხორციელების მიმდინარეობა და დაჩქარება. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ტვირთების გადაზიდვის დროს აზიასა და ევროპას შორის, რაც აუცილებელი პირობაა დამატებითი ტვირთების ნაკადების მოსაზიდად. საწყის ეტაპზე, მოდერნიზაციის შემდეგ, BTK-ის გავლით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა წელიწადში 5 მილიონ ტონას შეადგენს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. კერძოდ, შუა დერეფნის მარშრუტების გასწვრივ მატარებლებითა და სატვირთო მანქანებით (non-oil) ტვირთის, მათ შორის, საკონტეინერო ტვირთის გადაზიდვას საშუალოდ დაახლოებით 20-25 დღე სჭირდება, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია, ჩინეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ტვირთის გადაზიდვასთან შედარებით, საზღვაო გზით, იმედის კონცხის შემოვლით სამხრეთ აფრიკაში, რასაც საშუალოდ თვენახევარი მაინც სჭირდება. საქონლის მიწოდებას ტრადიციული მარშრუტებით, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და საპირისპირო მიმართულებით - 53 დღე სჭირდება (თუ გადაიგზავნება სუეცის არხით). „რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის ფონზე, ყველა ლოგისტიკური მარშრუტი რუსეთის ფედერაციასა და დასავლეთს შორის შეწყვეტილია, ასევე ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების ამჟამინდემა ესკალაციამ, წითელ ზღვასა და სუეცის არხში გადაზიდვები შეაფერხა, ამდენად, შუა დერეფნის, როგორც უსაფრთხო მარშრუტის როლი მხოლოდ გაიზრდება, რასაც პროგნოზებიც ამყარებს: 2025 წლისთვის შუა დერეფნის გასწვრივ ტრანსპორტირების მოცულობა წელიწადში 10 მილიონ ტონა ტვირთს მიაღწევს. 2023 წელს ამ მარშრუტით 2,75 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 64%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით,“ წერს აზერბაიჯანული მედია. შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში
ყაზახეთმა და ლატვიამ შუა დერეფნის განვითარების მიზნით მემორანდუმი გააფორმეს
დღეს, ყაზახეთისა და ლატვიის ტრანსპორტის სამინისტროებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი) განვითარების შესახებ, განაცხადეს ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროში. „ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი მარატ კარაბაევი ლატვიელ კოლეგას კასპარს ბრისკენსს შეხვდა. შეხვედრაზე გაცვალეს აზრები ყაზახეთსა და ლატვიაში სატრანსპორტო სექტორის არსებულ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებზე. ამასთან, გაფორმდა მემორანდუმი TITR-ის განვითარების შესახებ,“ - ნათქვამია განცხადებაში. კარაბაევმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი და ლატვია აქტიურად ავითარებენ სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობას. ყაზახეთის მინისტრის თქმით, დღეს შუა დერეფანს განსაკუთრებული როლი აქვს, როგორც სხვა მარშრუტების ალტერნატივას. „ამას ადასტურებს ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაორმაგება 2023 წლის ბოლოს. TITR-ის პოტენციალის გასაზრდელად, ასევე მარშრუტზე დაბრკოლებების აღმოფხვრის მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა ინფრასტრუქტურისა და ტერმინალის გამტარუნარიანობის გაუმჯობესებაზე, პორტის გამტარუნარიანობის გაფართოებაზე, ადმინისტრაციული დაბრკოლებების აღმოფხვრასა და გადამზიდავებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე. ეს საშუალებას მოგვცემს 2025 წლისთვის TITR-ის წარმოების სიმძლავრე წელიწადში 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.“ EBRD-მა და USAID-მა შუა დერეფნის განვითარების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
EBRD-მა და USAID-მა შუა დერეფნის განვითარების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის - შუა დერეფნის განვითარების შესახებ, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს კავშირი აზიასა და ევროპას შორის სამხრეთ კავკასიის გავლით. EBRD-ის ცნობით, პარტნიორობა ფოკუსირებული იქნება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ვაჭრობის გაზრდაზე, მწვანე ენერგეტიკაზე, ინვესტიციებზე ახალ ინდუსტრიებში, ასევე, სატრანსპორტო და ციფრულ ინფრასტრუქტურაზე. მისივე თანახმად, შუა დერეფნის გაძლიერება შექმნის ახალ, ტრანსფორმაციულ ეკონომიკურ შესაძლებლობებს რეგიონში და უზრუნველყოფს ალტერნატიულ სატრანსპორტო მარშრუტს. მემორანდუმის მიზანია, გააძლიეროს რეგიონში კრიტიკული ენერგეტიკული, ტრანსპორტის, ციფრული და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, დიზაინი და მშენებლობა. ის ასევე მიზნად ისახავს: გააუმჯობესოს საბაჟო, სატარიფო და სასაზღვრო ოპერაციების ეფექტურობა; შუა დერეფნის განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიის ეკონომიკაში კერძო კაპიტალის ინვესტიციების მოზიდვა; და მიიღოს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები ევროპასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირის ხელშეწყობისთვის. თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტები მოიცავს ინვესტიციების გაფართოებას ნახშირბადის გარეშე ენერგიის მიმართულებით და რეფორმების წინსვლას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდის კუთხით. მემორანდუმს ხელი EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა საბანკო საკითხებში, მატეო პატრონემ და USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის თანაშემწემ, ერინ ელიზაბეტ მაქიიმ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში მოაწერეს, რომელიც სომხეთში მიმდინარეობს. შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო გზა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს, რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზე გადის. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. შუა დერეფანი გთავაზობთ სახმელეთო მარშრუტს, რომელიც აკავშირებს აზიის აღმოსავლეთ ნაწილებს, მათ შორის, ჩინეთს, ევროპასთან, გრძელი საზღვაო მარშრუტების გვერდის ავლით. აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება
ყაზახეთი სთხოვს ვიეტნამის კომპანიებს, გამოიყენონ შუა დერეფანი ექსპორტისთვის
ყაზახეთი იწვევს ვიეტნამს, განიხილოს შუა დერეფნის შესაძლებლობები ევროპაში საქონლის ექსპორტისთვის, ნათქვამია ყაზახეთის მთავრობის შეტყობინებაში. „ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ სერიკ ჟუმანგარინმა 15 მაისს შეხვედრა გამართა ვიეტნამის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრთან ნგუენ ჰონგ დიენთან. შეხვედრის დროს ჟუმანგარინმა განაცხადა, რომ ვიეტნამი ყაზახეთისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია აზიაში. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა [2023 წლის შედეგებზე დაყრდნობით] 85%-ით გაიზარდა და მან თითქმის 1 მილიარდ დოლარს მიაღწია,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. ვიეტნამის ვიცე-პრემიერმა ასევე მოიწვია ვიეტნამური კომპანიები, გამოიკვლიონ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი) შესაძლებლობები, რაც საშუალებას მისცემს ვიეტნამის ექსპორტს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ განხორციელდეს 3-4-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე საზღვაო მარშრუტებზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს. „ჩვენ მიგვაჩნია TITR ყველაზე ოპტიმალურ მარშრუტად აზიასა და ევროპას შორის. ჩვენ ასევე ვთავაზობთ ყაზახურ-ჩინური ტერმინალის სიმძლავრეების გამოყენებას ლიანიუნგანის საზღვაო პორტსა და სიანიშის მშრალ პორტში,“ - ხაზგასმით აღნიშნა მან. შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო გზა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს, რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზე გადის. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. შუა დერეფანი გთავაზობთ სახმელეთო მარშრუტს, რომელიც აკავშირებს აზიის აღმოსავლეთ ნაწილებს, მათ შორის, ჩინეთს, ევროპასთან, გრძელი საზღვაო მარშრუტების გვერდის ავლით.
აზერბაიჯანი ბუნებრივი აირის ექსპორტს 18%-ით ზრდის
2024 წლის იანვარ-აპრილში აზერბაიჯანმა 2 758 782 820 აშშ დოლარის ღირებულების 7 706 860 610 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაიტანა, იუწყება მედია სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით. საანგარიშო პერიოდში ბუნებრივი აირის ექსპორტირებული მოცულობა 2023 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 18,3%-ით გაიზარდა, ხოლო ღირებულება განახევრდა. ბუნებრივი აირის წილმა აზერბაიჯანის მთლიან ექსპორტში მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში 33,77% შეადგინა.
ლარი დოლართან და ევროსთან მკვეთრად გაუფასურდა
ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7323 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6866 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9577 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9005 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0572 ლარი შეადგინა. დღეს დადგენილი სავალუტო კურსები ხვალ, 16 მაისს შევა ძალაში. ბანკთაშორის ბაზარზე ვაჭრობა Bloomberg-ის საერთაშორისო სავაჭრო სისტემაში მიმდინარეობს. დადებულ გარიგებათა გათვალისწინებით გამოითვლება ლარის საშუალო შეწონილი კურსი დოლარის მიმართ, რომელიც ცხადდება ოფიციალურ გაცვლით კურსად შემდგომი დღისთვის.
20 მაისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის ახლად გარემონტებულ სარკინიგზო ხაზზე სატვირთო მატარებლების მოძრაობა დაიწყება - რუსტამოვი
20 მაისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) ახლად გარემონტებულ სარკინიგზო ხაზზე სატვირთო მატარებლების მოძრაობა დაიწყება. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოზე გამავალი BTK-ის სარკინიგზო ხაზის 184-კილომეტრიანი მონაკვეთის სარემონტო-აღდგენითი, რეკონსტრუქციისა და გაფართოების სამუშაო უკვე დასრულებულია. ამის შესახებ „აზერბაიჯანის რკინიგზის" თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა განაცხადა. „20 მაისიდან, განახლებული BTK-ის სარკინიგზო ხაზით სატვირთო გადაზიდვები დაიწყება. ამ რკინიგზის მოდერნიზაციის უპირველესი მიზანი იყო შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და სარკინიგზო მარშრუტის სტატუსის ამაღლებ. მე მჯერა, რომ ეს განვითარება აზერბაიჯანს, როგორც სატრანსპორტო კვანძს აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე დააყენებს,“ - აღნიშნა რუსტამოვმა. ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც შუა დერეფნის სასიცოცხლო მნიშვნელობის კომპონენტია, 2024 წლის 20 მაისს მოდერნიზაციის შემდეგ გაზრდის მის სატრანსპორტო გამტარუნარიანობას წელიწადში ხუთ მილიონ ტონამდე, რაც ხუთჯერ მეტია წინა სიმძლავრეზე, იუწყება აზერბაიჯანის რკინიგზა CJSC. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული ნაწილი სარემონტო-აღდგენითი სამუშაოს გამო, 2023 წლის 16 მაისიდან დაიკეტა. სარკინიგზო ხაზი აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს აკავშირებს. ეს არის უმოკლესი გზა არამხოლოდ სამ ქვეყანას შორის, არამედ, აზიასა და ევროპას შორის. BTK შესაძლებელს ხდის საქონლის ტრანსპორტირების დროის განახევრებას. რკინიგზა ამარტივებს ცენტრალური აზიის ქვეყნების - თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და ავღანეთის წვდომას ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე. რკინიგზის საერთო სიგრძე 846 კმ-ია. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის 504 კმ, საქართველოს გავლით - 263 კმ, თურქეთის გავლით - 79 კმ. საწყის ეტაპზე BTK-ით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა წელიწადში 6,5 მლნ ტონა იქნება, ხოლო დაგეგმილია 1 მილიონამდე მგზავრის გადაყვანა. შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები
ყაზახეთმა ბათუმის ნავთობტერმინალის მეშვეობით, საწვავის ექსპორტი 82%-ით გაზარდა
ყაზახეთმა 2024 წლის პირველ კვარტალში, ბათუმის ნავთობტერმინალის (BNT) მეშვეობით, საწვავის ექსპორტი 2023 წლის ანალოგიური პერიოდის 136,685 ტონიდან 248,887 ტონამდე გაზარდა. „2024 წელს ყაზახური ნავთობის ექსპორტი BNT-ით 600 000 ტონას შეადგენს,“ აღნიშნა Kaztranoil-მა. BNT-ის ტექნიკური შესაძლებლობები საშუალებას აძლევს მას წელიწადში, 1,5-2,0 მლნ ტონა საწვავი გადაზიდოს. 2024 წელს BNT-ის მეშვეობით იგეგმება 1,980 მილიონი ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა. BNT Kaztransoil-ს ეკუთვნის და აქვს 12 მილიონი ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვის მოცულობა წელიწადში - სამი ნავმისადგომი გემებისთვის 5000-დან 140000 ტონამდე გადაადგილებისთვის. BNT-ს აქვს ხუთი სატანკო მეურნეობა, რომელიც აერთიანებს 134 საწყობს, რომელთა საერთო მოცულობა 590000 კუბურ მეტრზე მეტია.
EBRD-ის რეგიონული ხელმძღვანელი: შუა დერეფანი რეგიონში თამაშის წესების შემცვლელია, ის გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამოსავალს წარმოადენს
EBRD-ის რეგიონული ხელმძღვანელის შეფასებით, შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია და პროექტია, რომელიც სარგებელს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას - საქართველო უკვე ბევრს აკეთებს შუა დერეფნისთვის და უნდა განაგრძოს ამის გაკეთება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა ხელმძღვანელმა კავკასიაში ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ცენტრალური აზიისა და ევროპის დაკავშირება ვაჭრობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, პროდუქტების ტრანსპორტირების თვალსაზრისით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სწორედ აქედან გამომდინარე, შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. „შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია და პროექტია, რომელიც სარგებელს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას. თუმცა ამასთან გეტყვით, რომ შუა დერეფანს უფრო დიდი გავლენა ექნება, რადგან შუა დერეფანს განშტოებები აქვს და რეგიონის ყველა ქვეყანას ექნება უზარმაზარი ბენეფიტები ამისგან. ცენტრალური აზიისა და ევროპის დაკავშირება ვაჭრობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, პროდუქტების ტრანსპორტირების თვალსაზრისით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სწორედ აქედან გამომდინარე შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, შეიძლება, ითქვას, რომ თამაშის წესების შემცვლელია რეგიონში და ის ასევე უპასუხებს არსებულ საჭიროებებს და წარმოადგენს გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამოსავალს. ფინანსური ინსტიტუტები და ხელისუფლებები, რომლებიც ამ პროცესში, შუა დერეფნის შესახებ დისკუსიაში არიან ჩართულები, ელიან შესაძლებლობებს და გამოწვევების ტექნიკურ და პოლიტიკურ გამოსავალს. თქვენ მკითხეთ საქართველოს პოტენციალთან დაკავშირებით და რა შეუძლია საქართველოს, ამ მიმართულებით გააკეთოს და გეტყვით, რომ საქართველო უკვე ბევრს აკეთებს შუა დერეფნისთვის და უნდა განაგრძოს ეს და უნდა მოიწვიოს ქვეყნები უფრო ფართო თანამშრომლობისთვის," - განაცხადა ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა. შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო გზა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს, რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზე გადის. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. შუა დერეფანი გთავაზობთ სახმელეთო მარშრუტს, რომელიც აკავშირებს აზიის აღმოსავლეთ ნაწილებს, მათ შორის, ჩინეთს, ევროპასთან, გრძელი საზღვაო მარშრუტების გვერდის ავლით. აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება
თურქმენეთი შუა დერეფნის გასწვრივ სატრანსპორტო ოპერაციების გამარტივების ზომებს უცხოელ პარტნიორებთან განიხილავს
თურქმენეთი შუა დერეფნის გასწვრივ სატრანსპორტო ოპერაციების გამარტივების ზომებს უცხოელ პარტნიორებთან განიხილავს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ეს საკითხი განიხილეს თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის (OTS) ტრანსპორტის საკოორდინაციო კომიტეტის მე-2 სხდომაზე, რომელიც უნგრეთში, ბუდაპეშტში 25-26 აპრილს იმართება. დელეგატების დისკუსიისას ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის გასწვრივ სატრანსპორტო და სატრანზიტო ოპერაციების გამარტივების, სატრანსპორტო პროცედურების დიგიტალიზაციისა და მულტიმოდალური კავშირებისკენ მიმართულ ნაბიჯებზე. შეხვედრას ესწრებოდა თურქმენეთის საზღვაო და სამდინარო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარე (Turkmendenizderyayollary) ბატირ ანაევი, რომელმაც თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა თურქმენეთის სატრანსპორტო და ლოგისტიკის სექტორში სისტემურ გარდაქმნებზე, იმისთვის, რომ ქვეყანამ გააცნობიეროს გეოგრაფიული უპირატესობები ევრაზიული მიწოდების ჯაჭვების სატრანზიტო ჩარჩოს ფორმირებაში. შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო გზა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. შუა დერეფანი გვთავაზობს სახმელეთო მარშრუტს, რომელიც აკავშირებს აზიის აღმოსავლეთ ნაწილებს, მათ შორის, ჩინეთს, ევროპასთან, გრძელი საზღვაო მარშრუტების გვერდის ავლით.
სებ-ი „ოფშორების კანონის“ გამო „ფულის გათეთრების რისკის ზრდას“ სპეკულაციას უწოდებს
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფშორულ ქვეყნებთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებას ეხმაურება და სიცრუეს უწოდებს, რომ ამით სანქციების დარღვევის რისკი გაიზრდება. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ეროვნული ბანკისა და ფინანსური სისტემის მიმართ თითქოსდა ფულის გათეთრებასა და სანქციების რეჟიმისთვის თავის შესაძლო არიდების გაზრდილ რისკებთან დაკავშირებით ბოლო დროს გავრცელებულ სპეკულაციებს, რომელიც "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანას უკავშირდება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანა, რომელიც ეხება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას, არ ეხება და არ არეგულირებს საბანკო ტრანზაქციებს, ვინაიდან თანხის ჩარიცხვა/გადმორიცხვა ცალკე გადასახადით არ იბეგრება,“ წერია სებ-ის განცხადებაში. სებ-ის თანახმად, საქართველოს საბანკო სისტემის მხრიდან მსგავსი ტიპის ტრანზაქციები დღესაც მკაცრ შემოწმებას გადის და მომავალშიც ასე გაგრძელდება. "ამდენად, აღნიშნული ცვლილება არ გამოიწვევს პროცესების ცვლილებას საფინანსო სისტემაში, სახსრების წარმომავლობისა და კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესწავლა მოხდება იმავე მაღალი სტანდარტებით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა," - აცხადებენ ეროვნულ ბანკში. პარლამენტმა ოფშორიდან ბიზნესის გადმოტანის გამარტივებას მხარი დაუჭირა
ყაზახეთმა შუა დერეფნის ფარგლებში, კასპიის ზღვით სატვირთო გადაზიდვები განაახლა
ყაზახეთმა სატვირთო მანქანების ტრანსპორტირება განაახლა კასპიის ზღვის გავლით ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, ანუ შუა დერეფნის) ფარგლებში, იუწყება Trend. ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, 14 აპრილს, კულსარი-აქტაუს გზატკეცილზე მოძრაობის აღდგენის შემდეგ, 840 სატვირთო მანქანის გადაზიდვა TITR-ის გასწვრივ კურიკის პორტის საბორნე კომპლექსით იყო უზრუნველყოფილი. ყაზახეთის დასავლეთ რეგიონებში ადგილობრივი წყალდიდობის გამო, მანამდე საერთაშორისო მაგისტრალებზე დროებითი სატრანსპორტო შეზღუდვები დაწესდა. 14 აპრილს, სიტუაციის სტაბილიზაციის გამო, შეზღუდვა მოიხსნა, რის შედეგადაც სატვირთო მანქანების დიდი ნაკადი კურიკის პორტისკენ დაიძრა. როგორც სამინისტრომ აღნიშნა, პორტისა და აზერბაიჯანის კასპიის საზღვაო გადაზიდვის კომპანიის (ASCO) კარგად კოორდინირებული ერთობლივი მუშაობის წყალობით, დროული ორგანიზაციული ღონისძიებები იყო მიღებული ნავსადგურში გადატვირთულობისა და შეფერხების თავიდან ასაცილებლად. 25 აპრილის 7:00 საათისთვის (GMT+5) კურიკის პორტში 78 სატვირთო მანქანა ელოდება ალათის პორტში (ბაქო) გაგზავნას. შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო გზა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს, რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზე გადის. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. შუა დერეფანი გთავაზობთ სახმელეთო მარშრუტს, რომელიც აკავშირებს აზიის აღმოსავლეთ ნაწილებს, მათ შორის, ჩინეთს, ევროპასთან, გრძელი საზღვაო მარშრუტების გვერდის ავლით.
შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით შექმნილმა ერთობლივმა საწარმომ ოპერირება შესაძლოა, წლის ბოლოს დაიწყოს
აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს მონაწილეობით შექმნილმა ერთობლივმა საწარმომ შპს Middle Corridor Multimodal-მა შესაძლოა, ფუნქციონირება მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყოს, განუცხადა Report-ს აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს სატრანსპორტო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფარიზ ალიევმა. გასულ წელს თბილისში გამართული აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, აზერბაიჯანის რკინიგზას, ყაზახეთის რკინიგზასა და საქართველოს რკინიგზას შორის ერთობლივი კომპანიის შექმნის შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ფარიზ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანია შეასრულებს ერთი ოპერატორის როლს შუა დერეფნის ფარგლებში, რომლის სათაო ოფისი ასტანაშია. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გაძლიერების, კერძოდ ჩინეთს, ევროპასა და თურქეთს შორის გადაზიდვების სტიმულირების მიზნით, საქართველოს ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა ერთობლივი საწარმოს Middle Corridor Multimodal-ის შექმნას. ერთობლივი კომპანიის მიზანი შუა დერეფანში საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის ხელშეწყობაა. შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები
ყაზახეთი კასპიის ზღვის ფსკერზე ნავთობსადენის მშენებლობის შესაძლებლობას შეისწავლის
ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო კასპიის ზღვის ფსკერზე ნავთობსადენის მშენებლობის შესაძლებლობის შესწავლას გეგმავს. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურში განაცხადეს. გარდა ამისა, „საშუალოვადიან პერსპექტივაში განიხილება ქალაქ ატირაუდან კურიკამდე ნავთობსადენის მშენებლობის შესაძლებლობა (ყაზახეთის პორტი კასპიის ზღვის სანაპიროზე). ასევე შესაძლებელია ტრანსკასპიური საზღვაო ნავთობის ტრანსპორტირების გაზრდა 7 მილიონ ტონამდე, რაც შეესაბამება აქტაუს პორტის არსებულ სიმძლავრეებს.“ ყაზახეთი ახლა ნავთობის ექსპორტს კასპიის ზღვაზე ტანკერების გამოყენებით ახორციელებს. ენერგეტიკის სამინისტროში ხაზს უსვამენ, რომ ყაზახეთი მოპოვებული ნედლეულის დაახლოებით 80% ექსპორტზე გააქვს. ტრადიციულად, ყაზახური ნავთობი ექსპორტზე ძირითადად ევროკავშირის ბაზარზე, თურქეთში, აშშ-სა და აზიის ქვეყნებში გადის. ყაზახური მხარე აწარმოებს კონსულტაციებს ევროკავშირის, შეერთებული შტატების (OFAC) და გაერთიანებული სამეფოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან, რათა შეიმუშაონ შესაბამისი გამონაკლისები ევროკავშირის/გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობის ფარგლებში (CPC) კასპიის მილსადენისთვის საქონლისა და მომსახურების მიწოდების შესახებ, რათა უზრუნველყოს მისი სტაბილური და საიმედო ოპერირება.“
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6699 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6709 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8450 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8453 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით გაზის ტრანსპორტირება მცირედით გაიზარდა
აზერბაიჯანმა მიმდინარე წლის იანვარ-მარტში მაგისტრალური გაზსადენებით დაახლოებით, 11,133,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა, რაც 1,2 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტის მონაცემებით, ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით გაზის ტრანსპორტირებამ დაახლოებით 5,582,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შეადგინა, რაც სამი თვის განმავლობაში 1,3 პროცენტით ზრდას ასახავს და ბუნებრივი გაზის მთლიანი ექსპორტის 50,1%-ს შეადგენს. ამასთან, 2024 წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანში მაგისტრალურმა მილსადენებმა 9,644 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი გადაზიდეს. სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტის მონაცემებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 7,267,2 მლნ ტონა ნედლი ნავთობი გადაზიდეს, რაც ნავთობის ტრანსპორტირების მთლიანი მოცულობის 75,2%-ს შეადგენს. ამ პერიოდის განმავლობაში, აზერბაიჯანში წარმოებულმა ნავთობმა, BTC-ის მილსადენით გაგზავნილი მთლიანი მოცულობის 80,7 პროცენტი ან 5,866,9 მილიონი ტონა შეადგინა. 19,3 პროცენტი ანუ 1,400,3 მილიონი ტონა ნავთობი თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან გადმოიზიდა.