ფინეთის გარემოს დაცვისა და კლიმატის მინისტრმა კაი მიკანენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აპირებს, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი ეროვნულ საკანონმდებლო დონეზე აკრძალოს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მიკანენმა განმარტა, რომ აკრძალვა ევროკავშირის უახლესი პაკეტის ფარგლებში დაწესდება.
„პაკეტში შედის პუნქტი, რომელიც აკრძალვის დაწესების საშუალებას იძლევა. ევროკავშირის წევრებს შეუძლიათ, გამოიყენონ ეს პუნქტი, როგორც მათ მიზანშეწონილად მიაჩნიათ. ამდენად, მარტი იქნება მისი შეტანა ფინეთის კანონმდებლობაში,“ - აღნიშნა მიკანენმა.
მისივე განცხადებით, მიკანენმა რუსული LNG შეიძლება, ევროკავშირის პაკეტის ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში აიკრძალოს. ცნობისთვის, ფინეთის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Gasum LNG-ს რუსეთიდან კვლავ იღებს, თუმცა 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, იმპორტის მოცულობა შემცირდა. ევროკავშირს რუსული LNG-ზე სანქციები არ დაუწესებია.