სამართალი

ფსიქოტროპული წამლების უკანონოდ რეალიზების ფაქტები გამოავლინეს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს განცხადებით, მიმდინარე წელს, 62 აფთიაქში, უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 258 ფაქტი გამოავლინეს.   ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ფარმაცევტული დაწესებულებები უნებართვოდ და ურეცეპტოდ ახდენდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას. სააგენტო ავრცელებს ვიდეომასალას, რომლის თანახმად, პრეპარატები ისეთ ადგილებშია გადამალული, როგორიცაა, სავენტილაციო სისტემა, აქანდაზი და სხვა.   სააგენტოშო აცხადებენ, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად, რეგულირების სააგენტომ, ავტორიზებული აფთიაქებიდან, 11 341 684 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტის, ურეცეპტოდ რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა. 97 753 ერთეული, კი სააგენტომ იმ აფთიაქებიდან ამოიღო, რომლებსაც ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის ნებართვა არ გააჩნიათ. „გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს. გარდა ამისა, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, 14 ავტორიზებული აფთიაქიდან 8-ს ნებართვა გაუუქმა, 12 ფარმაცევტს კი საქმიანობის უფლება, 3 წლით, შეუჩერა.   აღნიშნული უკანონო ფარმაცევტული საქმიანობები, დარღვევის სიმძიმის მიხედვით, 6000-დან 16000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. ასევე, კანონდარღვევის შესახებ, ინფორმაცია, გაეგზავნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს,“ - წერია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურა: სკოლების რეაბილიტაციის ტენდერში გამარჯვებული კომპანია ფულს თაღლითურად დაეუფლა

პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების და მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტებზე კერძო კომპანიის დირექტორი, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დააკავა. პროკურატურის ცნობით, გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წელს, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ გამოცხადებულ სამ სახელმწიფო შესყიდვის ტენდერში გამარჯვებულ შპს „ალიანსთან“, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის, ნორიოსა და გამარჯვების საჯარო სკოლებში, 11 764 590 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმდა. „ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყების შემდგომ, შპს „ალიანსის“ დირექტორსა და „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს შორის შედგა კორუფციული გარიგება, რომლის მიხედვით, ბრალდებულებმა 2021-2022 წლებში შეადგინეს და „მუნიციპალური განვითარების ფონდს" წარუდგინეს შესრულებული სამუშაოს ყალბი მიღების აქტები, კერძოდ - ფორმა #2-ები და გადახდის სერტიფიკატები ხელოვნურად გაზრდილი შესრულებული სამუშაოების შესახებ. აღნიშნული ყალბი აქტების საფუძველზე, შპს „ალიანსს“ 6 469 185 ლარი ჩაერიცხა, საიდანაც კომპანიის დირექტორმა ფონდის ყოფილ თანამშრომელს ქრთამის სახით 45.000 ლარი გადასცა. ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული სამშენებლო-საინჟინრო დასკვნის თანახმად, სინამდვილეში შპს „ალიანსის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 4 216 004 ლარს, შესაბამისად სამუშაოების აქტებში დაფიქსირებულ თანხებსა და რეალურად შესრულებული სამუშაოების თანხებს შორის სხვაობამ 2 144 830 ლარი შეადგინა. საბოლოოდ შპს „ალიანსის“ დირექტორი სახელმწიფოს კუთვნილ 2 253 182 ლარს თაღლითურად დაეუფლა. ამასთან, დროში მნიშვნელოვნად გახანგრძლივდა სკოლების რეაბილიტაციის პროცესი, რის გამოც სამივე სოფლის სკოლა იყო უფუნქციო და მოსწავლეები იძულებულნი იყვნენ საგანმანათლებლო პროცესები მიმდებარე სოფლებში არსებულ სხვა სკოლებში გადაეტანათ. შპს „ალიანსის“ დირექტორს ბრალდება თაღლითობის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების და მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება მოხელის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის მიღების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. პროკურატურა შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სუს-ის ხელმძღვანელი: ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა

სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა, გენერალურმა პროკურორმა, აშშ-ის მიერ სანქცირებულმა, ოთარ ფარცხალაძემ საქართველო დატოვა. ლილუაშვილის თქმით, სუს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ორგანიზაციების ან დაქვემდებარებული ორგანიზაციების დახმარებას მტრულ საქმიანობაში, რაც ითვალისწინებს სასჯელს 7-დან 15 წლამდე. „ბატონმა ოთარ ფარცხალაძემ დატოვა საქართველო, გამოკითხვიდან მეორე დღეს,” - განაცხადა ლილუაშვილმა. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.  

თბილისში ისრაელის დროშის შებღალვის ფაქტზე შსს-მ წარმოება დაიწყო - მედია

თბილისში ისრაელის დროშის შებღალვის ფაქტზე დაწყებულია საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართლდაღვევათა კოდექსის (მუხლი 174​ (18) შესაბამისად, რაც ჯარიმას ითვალისწინებს. რადიო თავისუფლების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით იდენტიფიცირებულია ოთხი პირი. ყველა მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვა, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელიც ასახავს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შენობის ღობეზე აღმართული ისრაელის დროშის ჩამოხსნასა და შებღალვას. ​ შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.  

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის საქმეზე, მტკიცებულებების დაზიანებაში ბრალდებულ ექსპერტს 2 500-ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის საქმეზე, მტკიცებულებების დაზიანებაში ბრალდებულ ექსპერტს, დავით გრიგოლიას 2 500 - ლარიანი გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის თანამდებობიდან გათავისუფლდება. ბრალდების მხარე დავით გრიგოლიასთვის 5000 - ლარიანი გირაოს შეფარდებას და მის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება. „უფლებები საქართველოს“ ადვოკატები და ბავშვის დედა ბრალდებული ექსპერტისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდნენ. ექსპერტს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა) აქვს წარდგენილი. შეგახსენებთ, 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში საკვანძო მტკიცებულებების დაზიანების შესახებ „უფლებები საქართველომ“ საზოგადოებას 2023 წლის 5 ივლისს აცნობა. საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება. დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი, ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამოქმედებიდან დღემდე, დანაშაულში 139 პირი ამხილა

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე საქმეებზე, ამოქმედებიდან დღემდე, პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და დანაშაულში 139 პირი ამხილა. როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მხილებულ პირთაგან 62 სამართალდამცველია. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაზრდილი უფლებამოსილებით, 2022 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდა. სამსახური საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობის, წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გარდა, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებსაც იძიებს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე საქმეებზე, ამოქმედებიდან დღემდე, პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და დანაშაულში მხილებულია 139 პირი. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მხილებული 139 პირიდან, 62 - სამართალდამცველია, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის დადგა. 65 პირი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულშია მხილებული, 12 პირი კი, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში. სპეციალურ საგამოძიებო სამსახური, მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, დაზარალებულების და განმცხადებლების უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით გამოძიებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ მოქალაქის მიმართ ადევნების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების შედეგად, ნაცნობი ქალბატონის მიმართ განხორციელებული ადევნების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის უფროსი ინსპექტორი ამხილეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავი 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე პერიოდში, რუსთავში, არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ნაცნობ ქალბატონთან, კერძოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ ხვდებოდა მას, ასევე, შეხვედრის მოთხოვნით უკავშირდებოდა ტელეფონისა და სოციალური ქსელების საშუალებით, ემუქრებოდა მათი მიმოწერის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, გარდა ამისა, ადევნების გზით, უკანონოდ აკონტროლებდა მის გადაადგილებას. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, რის შედეგადაც მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსპექტორს ბრალდება ადევნებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა. დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მუშაობის შედეგად, სამსახურის ამოქმედებიდან დღემდე, არასათანადო მოპყრობასა და ძალადობრივ დანაშაულში ჯამში 62 სამართალდამცავია მხილებული,“ - წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.  

ტურავა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე: სამართლებრივად გადასაწყვეტად ჩვენთვის განსაკუთრებულ სირთულეებთან არ იყო დაკავშირებული

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე გადაწყვეტილებას ხელს მოსამართლე 12:00 საათისთვის მოაწერს და შესაძლებელია, მანამდე მოსამართლემ თავისი პოზიცია შეცვალოს. ტურავას თქმით, პროცესი დღის განმავლობაში დასრულდება. მისი განმარტებით, ხელმოწერის შემდეგ, დაახლოებით 2 საათი სჭირდება სამართლებრივ დეპარტამენტს, რომ ექსპერტიზა გაიაროს, რომ ტექნიკური ხარვეზი არ იყოს, მათ შორის მუხლების მითითება და ასე შემდეგ. ამის შემდეგ გადაწყვეტილება სასამართლოს დარბაზში საჯაროდ გამოცხადდება. ტურავამ აღნიშნა, რომ მათ აქვთ ვალდებულება, გადაწყვეტილება პარლამენტს დღესვე გადაუგზავნონ. „სამართლებრივად გადასაწყვეტად ჩვენთვის განსაკუთრებულ სირთულეებთან არ იყო დაკავშირებული.“„ჩვენ ვიცით ერთმანეთის პოზიცია და თათბირის საიდუმლოებას ვერ გავამჟღავნებ, მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად დასაბუთებული იქნება,“ - განუცხადა ტურავამ მედიას ბათუმში. ამასთან, ტურავამ გამორიცხა ზეწოლის შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ ზეწოლის გარეშეც იციან, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.   შეკითხვას, იქონიებს თუ არა გავლენას ის გარემოება, რომ ქვეყანა სტატუსის მოლოდინშია, ტურავამ უპასუხა, რომ 50-გვერდიან დოკუმენტში ყველაფერია, რაც დასკვნის დასაბუთებას უკავშირდება. „არცერთი იურისტი არ არის არ არის ისეთი საკონსტიტუციოში, რომელიც დაუსაბუთებელ დასკვნას მოაწერს ხელს. ჩვენი დასკვნა სამართლებრივად სწორი იქნება, ამაზე ბევრს შეუძლია, თავისი აზრი გამოხატოს, სპეკულაციური, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენ არ ვართ უფლებამოსილი, არც პოლიტიკურად, არც ემოციურად მივიღოთ გადაწყვეტილება, ვისაც არ უნდა ვუჭერდეთ მხარს, ერთ ან მეორე მხარეს. ჩვენი გადაწყვეტილება უნდა იყოს დაფუძნებული მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებზე, კონსტიტუციის მუხლებსა და მის სწორ ინტერპრეტაციაზე.“ გაივლის თუ არა დამოუკიდებლობის ტესტს სასამართლო, მერაბ ტურავამ ამ შეკითხვას უპასუხა: „ობიექტური დამკვირვებლის პოზიციიდან - კი, მაგრამ თუ იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული, მიკერძოებული, მას შეიძლება, აზრი არ აინტერესებდეს აზრი - ჩვენს პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებსაც სამართლებრივი არგუმენტები არ აინტერესებთ. “ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს გამოაცხადებს. „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საჭირო ხმები არ აქვს. „ნაციონალური მოძრაობა„ კენჭისყრაზე შეცვლას არ აპირებს. ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ უჭერენ.  

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული ყოფილი გამომძიებელი საპატიმროდან გაათავისუფლეს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულმა ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ საპატიმრო დატოვა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, შუბითიძე სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. სერგო შუბითიძემ მისთვის წარდგენილი ბრალდება აღიარა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით მიუსაჯა, რაც პირობითად ჩაეთვალა, მას ასევე გამოსაცდელი ვადა ამავე ოდენობით განესაზღვრა. „ეს მუხლი ნაკლებად მძიმე იყო და ერთწლიანი პირობითი მისცეს, ამავე რაოდენობის გამოსაცდელი ვადით,“ - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ყოფილი გამომძიებლის ადვოკატმა. ცნობისთვის, სერგო შუბითიძე 25 ივნისს ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს. მან ტელეკომპანია „ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯეროდა. შუბითიძის განმარტებითვე, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოება იყო. თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  

პროკურატურამ 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობის საქმეზე, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, თავისი ბიძის საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც არასრულწლოვან გოგონას შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო გამტაცებლის ბიძისთვის და ბიძაშვილისთვის, რომლებმაც დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს. „მოგვიანებით, გატაცებულმა არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, თუმცა ოჯახის წევრებმა გოგონა გამტაცებელთან დააბრუნეს და მასთან თანაცხოვრება აიძულეს. გამტაცებლის ბიძას და ბიძაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 14 წლის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულია და ბრალდება წარდგენილი აქვს კიდევ სამ პირს, მათ შორის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს გენდერის ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, ხოლო მოკლულის დედას და ბიძას ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე. სამივე მათგანს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ პატიმრობა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ყველა პირი, ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისთვის კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს,” - აღნიშნულია ინფორმაციაში. 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავეს

14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავეს

საგარეჯოში 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ა.ს.-ს ბიძა - 1972 წელს დაბადებული ა.ა. და ბიძაშვილი 1997 წელს დაბადებული ბ.ა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით, 2009 წელს დაბადებულ ა.შ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ბიძის, ა.ა.-ს სახლში მიიყვანა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შესახებ. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე დადგინდა, რომ ამავე დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო, ა.ა.-ს შვილის - ბ.ა.-სთვის, თუმცა მათ პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად ა.ა. და ბ.ა. ბრალდებულების სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. მოკლული 14 წლის გოგოს მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭა  14 წლის აითაჯ შახმაოვას განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი ქმარი, 27 წლის ალიმ ასლანოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სამართალდამცველებმა ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედა და ბიძა დააკავეს. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.  

პროკურატურამ ,,თიბისი ბანკის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ,,თიბისი ბანკი“-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის კუთვნილ საწარმოს, სარგებლობაში მიღებული ჰქონდა პოს ტერმინალი, რომელიც ბანკთან სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენელს ანიჭებდა შესაძლებლობას, რეალურად გაწეული მომსახურების ღირებულება მისივე კლიენტის საბანკო პლასტიკური ბარათიდან ჩამოეჭრა. „ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველებმა ,,თიბისი ბანკის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დასაუფლებლად, თითქოსდა საწარმოს კლიენტებისთვის გაწეული მომსახურების საფასურის ჩამოჭრის მიზნით, უკანონოდ მოპოვებული უცხოური საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული პლასტიკური ბარათების მონაცემები შეიყვანეს ბრალდებულის კუთვნილი საწარმოს პოს ტერმინალში, რის შედეგადაც ,,თიბისი ბანკს“ მიმდინარე ბალანსიდან ჩამოაჭრეს 90 660 ლარი, მიღებულ თანხას კი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. ვინაიდან კომპანიის მხრიდან მომსახურების გაწევას ადგილი არ ჰქონია და ბარათის მფლობელთა ნების საწინააღმდეგოდ განხორციელებული ტრანზაქციები გასაჩივრდა საერთაშორისო საგადამხდელო სისტემის მეშვეობით, ბანკისთვის მიმდინარე ბალანსიდან უკანონოდ ჩამოჭრილი თანხების ანაზღაურება პლასტიკური ბარათების გამცემი უცხოური საბანკო დაწესებულებების მიერ აღარ განხორციელდა, რითაც თიბისი ბანკს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა. დაკავებულს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.“

მოკლული 14 წლის გოგოს მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭა

14 წლის გოგონას, აითაჯ შახმაროვას მამას, ისა შახმაროვას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, კაცი რუსთავის პოლიციაში ჩვენებას გუშინ, თითქმის მთელი დღის განმავლობაში აძლევდა. დაზარალებულის უფლებამონაცვლის განცხადებით, ის საქართველოში წლების განმავლობაში არ იმყოფებოდა და ქვეყანაში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც შვილი მოუკლეს. მოკლული 14 წლის გოგოს დედასა და ბიძას აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა 14 წლის აითაჯ შახმაოვას განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი ქმარი, 27 წლის ალიმ ასლანოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სამართალდამცველებმა ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედა და ბიძა დააკავეს. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.  

მოკლული 14 წლის გოგოს დედასა და ბიძას აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მადონა მაისურაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ბრალდების მხარე პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. გამოძიების თანახმად, 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს. სამართალდამცველებმა დაზარალებულის ბიძა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 11 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ ორივე პირს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე წარუდგინა. როგორც ცნობილია, 14 წლის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. პროკურატურამ ბრალი მოკლული 14 წლის გოგოს დედასაც წარუდგინა  

პროკურატურამ ბრალი მოკლული 14 წლის გოგოს დედასაც წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას ბრალდება წარუდგინა. მოკლული 14 წლის გოგოს ბიძა ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს. სამართალდამცველებმა დაზარალებულის ბიძა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 11 ოქტომბერს დააკავეს. რაც შეეხება მოკლული გოგონას დედას, მის მიმართ პროკურატურამ სასამართლოს ასევე დაკავების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ ორივე პირს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე წარუდგინა. პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 14 წლის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება როგორც ბრალდებულისთვის სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების ბრალად შერაცხვის, ასევე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი შესაძლო სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ყველა პირი, ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისთვის კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს,“ - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

მოკლული 14 წლის გოგოს ბიძა ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს

ქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოკლული 14 წლის გოგონას ბიძა - 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.მ., ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2009 წელს დაბადებული ა.შ. გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა 1996 წელს დაბადებულ ა.ს. -ს. აღნიშნულის შემდეგ, ა.ს. - მ არასრულწლოვან გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში წაიყვანა. გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო ა.ს.- ს მხრიდან ა.შ.-ს მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა. გოგოს წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრალდებული არასრულწლოვანს ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით კვლავ აიძულებდა ა.ს. -სთან იძულებით ქორწინებაში დარჩენას.მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს ა.ს. - მ ა.შ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ა.ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ბრალდებით დააკავეს. ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე პრიმა და სსკ-ის 376-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კახეთში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ძებნილი 10 ოქტომბერს დააკავა.  

პროკურატურის ცნობით, დააკავეს 2 ნოტარიუსი, რომლებიც იპოთეკაზე ხელშეკრულების დადებისას კლიენტებს ატყუებდნენ

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებაში დახმარების ფაქტზე სამი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორი ნოტარიუსი და ნოტარიუსის თანაშემწე ბინების დაგირავებით დაინტერესებული პირების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებაში დახმარებას უწევდნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, რომლებიც დაზარალებულებს მაკლერებად ეცნობოდნენ და ბინების დაგირავებას სთავაზობდნენ. „ისინი მათ ბინის მესაკუთრეებად და ხელშეკრულების მხარედ ამავე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს აცნობდნენ, ხოლო ნდობის მოპოვების მიზნით, ხელშეკრულებებს ბრალდებულებთან ნოტარიულად ამოწმებდნენ. ნოტარიუსებმა და ნოტარიუსის თანაშემწემ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის დახმარების მიზნით, სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაზარალებულებს არ განუმარტეს სანოტარო მოქმედების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები. ბრალდებულებმა დაზარალებულ 94 პირს სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების ნაცვლად, რომლითაც მოწესრიგებული იქნებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, დაზარალებულთა საკუთრებაში ბინის გადაცემის საკითხი, მოტყუებით სესხის ხელშეკრულებები გაუფორმეს. ნოტარიუსები თითოეული ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისგან გარკვეულ თანხას იღებდნენ. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ნოტარიუსების დახმარებით, 94 დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით, 2 686 700 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ფაქტზე წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობითვე, პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. რაც შეეხება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, მათ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე წარდგენილი აქვთ ბრალდება და მიმდინარეობს გამოძიება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ პატიმრის გარდაცვალების საქმეზე ინსპექტორი ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, სამსახურებრივი გულგრილობისთვის, დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორი ამხილეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 1 აგვისტოს, №10-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, ინსპექტორ-კონტროლიორმა, რომელსაც პატიმარ გ.გ.-ს სათანადო მეთვალყურეობა ევალებოდა არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა და არ გადაამოწმა საკნის სააბაზანო ოთახში მყოფი მსჯავრდებული. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა პატიმარმა სააბაზანოში შეტანილი ზონრის გამოყენებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება უზრუნველყო. კერძოდ, გამოიკითხა 35 პირი, დათვალიერდა №10 პენიტენციური დაწესებულება და შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, ჩატარდა კომპლექსური ქიმიური, ბიოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო, მიკრონაწილაკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები, ასევე მოპოვებული იქნა ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობისთვის, სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას.    

კახეთში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ძებნილი დააკავა

პოლიციამ საგარეჯოში, 14 წლის ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 27 წლის ძებნილი კაცი დააკავა. შსს-ს ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, 14 წლის გოგოს მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულებით ქორწინების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების ფაქტებზე, 1996 წელს დაბადებული, ძებნილი, ა.ს. დააკავეს. 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა მამაკაცმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 2009 წელს დაბადებულ ა.შ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ა.ს. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ა.შ.-ს მიმართ განხორციელებული შესაძლო ქორწინების იძულების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა150-ე პრიმა მუხლით. საქმეზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება,“ - აცხადებენ შსს-ში.

14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ დღეს, 9 ოქტომბერს, მიიღო. მოკლული გოგოს დედა ამბობს, რომ მისი შვილი ქორწინების წინააღმდეგი იყო და გამტაცებლის ოჯახიდან გაქცევას ცდილობდა, თუმცა ვერ ახერხებდა. მკვლელობაც გაქცევის მორიგი მცდელობის დროს მოხდა. მკვლელობა 6 ოქტომბერს მოხდა. ასლანოვმა 14 წლის გოგო ორი თვის წინ მოიტაცა, რასაც რადიო თავისუფლებას უდასტურებს ასლანოვის მამა ადალათ ასლანოვი და ამბობს, რომ გოგო თითქმის ორი თვის განმავლობაში მათ ოჯახში ცხოვრობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამნაშავეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ქორწინების იძულების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციამ ცალკე გამოძიება დაიწყო 150-ე პრიმა მუხლით.   ომბუდსმენი: შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი