სამართალი

სოსო გოგაშვილის მეუღლე: ჩემი თვალით დავინახე, რომ ლეიბის ქვეშ ამოდეს იარაღი - სოსო გოგაშვილი სამი მუხლითაა დაკავებული

ჩემი თვალით დავინახე, რომ ლეიბის ქვეშ ამოდეს იარაღი, როგორ ფიქრობთ, 13 გაფორმებული იარაღი აქვს ჩემს მეუღლეს და ეს ორი იარაღი უკანონო ჰქონდა?! სოსო გოგაშვილი სამი მუხლით არის დაკავებული, - ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მეუღლემ თეა მარტყოფლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათია, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს „მე აღარ ვაპირებ გაჩერებას. ძალიან ბევრი ცილისწამება გავუტარე ყველას. ღამის ორ საათზე მესმის საშინელი ხმა, 10 წლის ბავშვს ეგონა ტერორისტები მოვიდნენ, უნდა აგვაფეთქონო? შემოვარდნენ, ჩემი ბიჭი დააგდეს, ხელები სულ დალურჯებული აქვს, სოსოც დააგდეს,- აღნიშნავს სოსო გოგაშვილის მეუღლე. ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს.  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათია, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათია, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთეს საგამოძიებო მოქმედებებს თავად დაკავებული გოგაშვილიც ესწრება. ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს.  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს როგორც სუსში აცხადებენ, გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას. „მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე და არა ახალ საქმეზე. ჩხრეკის შედეგად გარდაუვალი გახდა მისი დაკავება“, - აღნიშნავენ სუს-ში და სხვა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.  

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს. შესაბამისი კადრები სოციალურ ქსელ Facebook-ზე ვრცელდება. გოგაშვილის დაკავების ოპერაცია მის საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით ჩატარდა. სხვა დეტალები და ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.  

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციისა და სომხეთის მოქალაქეების გ.ა.-სა და ნ.გ.-ს როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 91 900 აშშ დოლარი და 180 ავსტრალიური დოლარი გამოავლინეს.  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, ჯამში 170 400,1 ლარი შეადგინა. უწყების ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ სომხეთის მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 10518.1 ლარი შეეფარდა, ხოლო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე 15 988 ლარით დაჯარიმდა.  

პოლიციამ მარნეულში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ა.ი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  შსს-ს ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში, მიწის ნაკვეთის საკუთრებასთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი – 1958 წელს დაბადებული ტ.ე. სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

გამოძიების შეწყვეტიდან 1.5 წლის შემდეგ, სუსმ-მა მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს სპეცოპერაციის დღეს ამოღებული ნივთები სრულად დაუბრუნა - არასამთავრობო ორგანიზაცია

არასამთავრობო ორგანიზაცია, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, 5 ივლისს, საქმეზე გამოძიების შეწყვეტიდან 1.5 წლის შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს სრულად დაუბრუნა სპეცოპერაციის დღეს ამოღებული ნივთები. „თემირლან მაჩალიკაშვილის პირადი მობილური ტელეფონის გადმოცემის შემდეგ, ჩვენ ვერ შევძელით მისი სათანადო დათვალიარება, რადგან მის Facebook და WhatsApp აპლიკაციაზე წვდომა ვერ ხერხდება. თუმცა ჩვენ დავათვალიერეთ ტელეფონში შენახული სხვა მონაცემები, მათ შორის, ფოტო მასალა და მასში ახალი შინაარსის მონაცემები და ინფორმაცია, მით უფრო, რაც ოფიციალური გამოძიების ნარატივებთან იქნებოდა კავშირში, ვერ აღმოვაჩინეთ“, გარდა ამისა, მისივე თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კიდევ ერთი სიახლეა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც. საქმეზე, რომელშიც მაჩალიკაშვილის მშობლებმა სასამართლოს მიმართეს და სუს-ის მხრიდან თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს, 2022 წელს, მეორე ინსტანციის სასამართლომ, ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სასამართლოებმა მაჩალიკაშვილების სარჩელი არ დააკმაყოფილეს. შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე განაცხადი 2019 წლის ივნისში გაიგზავნა. ევროპულმა სასამართლომ საქმეზე დაჩქარებული განხილვა დაიწყო. 2020 წლის ბოლოსთვის ევროპულმა სასამართლომ საქმეზე უკვე დაასრულა კომუნიკაცია მთავრობასთან და მათ შორის, მიიღო „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მოსაზრებები სამართლიანი დაკმაყოფილების (just satisfaction) საკითხებზე. „ამ დრომდე ჩვენ ველოდებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.  

„პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის“ თბილისში 9 პირი დააკავეს - შსს

სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 9 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები“ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აიყვანეს.„გამოძიებით დადგინდა, რომ პროსტიტუციაში ჩაბმული ქალები თბილისში მდებარე სასტუმროებში - საბუდარასა და არგოში, ასევე, ამავე დაწესებულებების ბარებში სისტემატურად იკრიბებოდნენ, მფლობელის - გ.-ს. და ადმინისტრაციის თანამშრომლების მითითებით, სასტუმროში მისულ პირებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სასტუმროების - არგოსა და საბუდარას ადმინისტრატორები ორგანიზებას უწევდნენ სექსუალური მომსახურების მსურველი მამაკაცებისა და პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების ერთმანეთთან დაკავშირებას. ამ მიზნით ისინი სასტუმროს ნომრებს საათობრივად აქირავებდნენ, ხოლო დაცვის თანამშრომლები პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების უსაფრთხოებას იცავდნენ, საჭიროების შემთხვევაში კი აღნიშნული ქალებისა და მათი კლიენტებისავტომანქანით გადაადგილებას უზრუნველყოფდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები პროსტიტუციის ხელშეწყობითა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემით სოლიდურ შემოსავლებს იღებდნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკისას შედეგად, დიდი ოდენობით ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს" - აცხადებს შსს.  

„მთავარი არხის" თანამშრომელთა საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

„მთავარი არხის“ თანამშრომელთა შორის გამართული საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. „გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია ტელეკომპანია „მთავარი არხის" თანამშრომელთა შორის გამართული კერძო საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი: 6 თვის განმავლობაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 1239 ფაქტი გამოვლინდა

2022 წლის 6 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 90549 კოლოფი და 381 კილოგრამზე მეტი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 1239 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინსტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი. 885 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა. 13 ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. ხოლო დანარჩენი 341 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები.  

ე.წ ქურდული სამყაროს წევრობასა და მხარდაჭერაში ბრალდებულ შვიდივე პირს აღკვეთი ღინისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ე.წ ქურდული სამყაროს წევრობასა და მხარდაჭერაში ბრალდებულ შვიდივე პირს აღკვეთი ღინისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლემ პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატების ნაწილი 5 000 ლარის ოდენობით გირაოს ითხოვდა, ნაწილი კი აღკვეთის გარეშე დატოვებას, ხოლო ალტერნატივის სახით 7 000-ლარიან გირაოს. ცნობისთვის, აღნიშნული საქმე ეხება თურქეთში შესყიდულ დიდი ოდენობით ოქროს, რომელიც საქართველოში ჩამოტანის შემდეგ ყალბი აღოჩნდა. გამოძიების ინფორმაციით, დავაში მხარეებმა ე.წ. კანონიერი ქურდები, მათ შორის მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი, ასევე საზღვარგარეთ მყოფი კიდევ ორი ე.წ. კანონიერი ქურდი ჩართეს.   

ლაგოდეხის ტყეში კაცის ცხედარი იპოვეს

ლაგოდეხის ტყეში კაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ცნობილია, კაცი სიმაღლიდან გადავარდა. დაღუპულის ვინაობა ცნობილია. გავრცელებული ინფორმაციით, თამაზ კაპანაძე რამდენიმე დღის წინ მთაში წავიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა. Europetime დამატებით ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.  

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად დამნაშავედ ცნო

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, სიტყვიერი დაპირისპირების დროს, გ.ლ.-მ დაზარალებულის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო მსჯავრდებული მომხდარი ფაქტის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „სამართალდამცველებმა გ.ლ. მეორე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ​ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ გ.ლ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყების განცხადებში.  

ფარულ მოსმენებზე ევროსასამართლოში 10 ჟურნალისტის საჩივარი გაიგზავნა

2022 წლის 12 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენმა“ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე ათი ჟურნალისტის საჩივარი წარადგინა. მომჩივან ჟურნალისტებს შორის არიან: ნეტგაზეთის რეპორტიორი ნინო ბიძინაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტები — გიორგი მგელაძე და გელა ბოჩიკაშვილი, ტვ „ფორმულას“ ჟურნალისტები — ნინო ჟიჟილაშვილი, სოფო მაისურაძე, გიორგი დარჩაშვილი და თამუნა ჩიხლაძე, ტვ „პირველის“ ჟურნალისტები — ნოდარ მელაძე, ინგა გრიგოლია და თამთა დოლენჯაშვილი. საქმე ეხება 2021 წლის 1 აგვისტოს და 13 სექტემბერს გავრცელებულ ე.წ. კრებსებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდოდ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ. დაახლოებით 58 000-მდე ფაილში ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაციაა. ჩანაწერების ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, ჟურნალისტებმაც დაადასტურეს მოთხოვნის მიუხედავად, თბილისის პროკურატურამ ჟურნალისტებს არ მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი, ხოლო გენერალური პროკურატურა არასამთავრობო ორგანიზაციების 2022 წლის 18 მაისს გავრცელებული ერთობლივი მიმართვის[1] მიუხედავად, ამ დრომდე უმოქმედოა.  როგორც „მედიაომბიდსმენი“ აცხადებს, „სამწუხაროდ, საქართველოში სასამართლო ხელისუფლებამაც უარი თქვა ჟურნალისტებს უფლებების დაცვის გარანტიების შექმნაზე – დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარით მედიის წარმომადგენლებს საგამოძიებო პროცესში უფრო ეფექტიანად ჩართვის შესაძლებლობა არ მისცა. „საჩივრის საფუძვლები ევროპარლამენტის 2022 წლის 09 ივნისის რეზოლუციაშიც არის მითითებული, სადაც სხვა მოთხოვნათა შორის, პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება მოსმენების საქმესთან დაკავშირებით, დანერგოს სათანადო საკანონმდებლო მექანიზმები სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების პროცესის გაუმჯობესებისთვის. საქმის წარმატებული წარმოება მედიის უფლებების დაცვის საქმეში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს და გახდება წინაპირობა შეიქმნას ძლიერი გარანტიები ფარული მოსმენა-მიყურადებისგან დაცვის კუთხით, გამყარდეს ჟურნალისტების პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის ხარისხი და ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალობის სტანდარტი“, — აცხადებს „მედიაომბუდსმენი“, რომლის დამფუძნებელია იურისტი ნათია კაპანაძე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი. ორგანიზაციის ცნობით, მალე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი ჟურნალისტის, ხატია შამანაურის სარჩელი გაიგზავნება მედიის წარმომადგენლების დაცვა შესაძლებელი გახდა ღია საზოგადოების ფონდ „ღია საზოგადოება — საქართველოს“ მხარდაჭერით.  

პროკურატურა: საქართველოს პროკურატურის შესახებ გაცემული რეკომენდაცია ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა სრულად შესრულებულად მიიჩნია

ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) საქართველოს თაობაზე ანგარიში დაამტკიცა და საქართველოს პროკურატურის შესახებ გაცემული რეკომენდაცია სრულად შესრულებულად მიიჩნია, – ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაში არის აღნიშნული. უწყების ცნობით, ანგარიშის თანახმად, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფი მიესალმება საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების და დისციპლინური გადაცდომების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის 16 მაისის ბრძანების გამოცემას. „მათი შეფასებით, აღნიშნული ნორმატიული აქტით ზუსტად განისაზღვრა პროკურორების დისციპლინური გადაცდომების სახეები და უზრუნველყოფილ იქნა შესაბამისი დისციპლინური სახდელების გამოყენების პროპორციულობა. აღნიშნულის საფუძველზე, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა მიიჩნია, რომ სრულად შესრულდა რეკომენდაცია პროკურორების დისციპლინური რეჟიმის სრულყოფის თაობაზე. საქართველოს პროკურატურას, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის რეკომენდაციების შესრულების მხრივ, პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გაცემული ხუთი რეკომენდაციიდან, ამ დროისათვის ხუთივე სრულად აქვს შესრულებული. ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფთან (GRECO) თანამშრომლობა, საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“, – აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.  

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი შვიდი პირი დააკავა, ორს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი შვიდი პირი დააკავა, ხოლო ორ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს „ქურდული მენტალიტეტისა“ და „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ აქტიურ და უკომპრომისო ბრძოლას. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის „ქურდული წესით“ გარჩევის ფაქტი გამოავლინეს. აჭარაში, თბილისსა და რუსთავში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი შვიდი პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ორ პირს – ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სამართალდამცველებმა 1965 წელს დაბადებული შ. მ. (მეტსახელად „ჩატო“) და 1972 წელს დაბადებული მ. ფ. – „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, ხოლო 1979 წელს დაბადებული გ. ნ., 1979 წელს დაბადებული ვ. ა. და 1968 წელს დაბადებული გ. ც. – „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის დააკავეს. 1960 წელს დაბადებული ა. ჯ. (მეტსახელად „კიკა“) და 1969 წელს დაბადებული რ. გ. კი „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული. რაც შეეხება 1977 წელს დაბადებულ თ. ფ.-ს და 1975 წელს დაბადებულ გ. თ.-ს, მათ „ქურდული სამყაროს” წევრობისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა – გ.ნ.-მ და ვ.ა.-მ, ა.ჯ.-ის და რ. გ.-ს მეშვეობით, თურქეთის რესპუბლიკაში მოიძიეს კლიენტი – მ. ქ. რომელმაც ლ.ა.-ს დავალებით მათგან შეიძინა დიდი რაოდენობით ოქროს ნივთები. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მონეტები ყალბი იყო. ლ.ა.-მ, ყალბ ოქროში გადახდილი ფულის უკან ამოღების მიზნით, დასახმარებლად მიმართა „კანონიერ ქურდ“ მინდია ლავას ოღლის. მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავის „ქურდული სამყაროს“ წესების მიხედვით გადაწყვეტის მიზნით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რამდენჯერმე მოეწყო ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც, მოდავე მხარეებთან, კრიმინალურ ავტორიტეტებსა და „ქურდული სამყაროს“ წევრებთან ერთად, პირადად და დისტანციურად მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“: მინდია ლავასოღლი, ჯეირან კინწურაშვილი და ზვიად პაპიაშვილი. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებული „ქურდული სამყაროს“ წევრები და კრიმინალური ავტორიტეტები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლებელია, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.  

20 წლის კაცი, რომელსაც ბათუმში მშენებლობიდან გადმოვარდნილი საგანი დაეცა, დაიღუპა

ჰოსპიტალ "ბაუ"-ში 10 ივლისს გარდაიცვალა 20 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელსაც 12 ივნისს ბათუმში ერთ-ერთი მშენებარე შენობიდან გადმოვარდნილი ბლაგვი საგანი დაეცა. კლინიკა „ბაუს“ პრესსამსახურში ამბობენ, რომ ახალგაზრდა 12 ივნისს თავის ქალის მძიმე ტრავმით შეიყვანეს კლინიკაში. ექიმების მიერ პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე შეფასდა, როგორც სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი გარდაცვალებამდე გრძნობაზე არ მოსულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 12 ივნისს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას.  

სახალხო დამცველმა გიგი გიგიაძის საქმეზე დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დანიაში საქართველოს ყოფილი ელჩის, გიგი გიგიაძის საქმეზე დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა. გიგიაძემ სახალხო დამცველს 2021 წლის 1-ელ ნოემბერს განცხადებით მიმართა, სადაც მიუთითებდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან განსხვავებული შეხედულების გამო, დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა. საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 201-ე მუხლითა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ განიხილოს განმცხადებელთან მისი კვალიფიკაციის ტოლფასი პოზიციის/პოზიციების შეთავაზება. აგრეთვე, მომავალში არ დაუშვას განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით, მათ შორის, უზრუნველყოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკის დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონთან შესაბამისობა. „როგორც აღინიშნა, საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, თავისთავად, არგუმენტი იმის თაობაზე, რომ გიგი გიგიაძე სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული იქნა ვადის გასვლის გამო, არ აქარწყლებს დისკრიმინაციის არსებობის ვარაუდს. შესაბამისად, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა გამამართლებელი საფუძველი, რომელიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდს გააქარწყლებდა. მეტიც, მოპასუხემ ლეგიტიმური მიზანი ვერ წარმოადგინა, თუ რატომ არ გაუგრძელა განმცხადებელს მივლინების ვადა. მოვლენათა განვითარების თანმიმდევრობა და დროის პერიოდი სახალხო დამცველს არ აძლევს სხვა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, გარდა იმისა, რომ გიგი გიგიაძისთვის სამუშაო მივლინების ვადის გაგრძელებაზე უარი და რეზერვში ყოფნის პერიოდში, მისი გამოცდილების გათვალისწინებით, კონკრეტული ვაკანსიის შეუთავაზებლობა განპირობებული იყო მისი მიერ 2020 წლის 7 ოქტომბერს საჯაროდ გამოხატული მოსაზრების გამო. ამდენად, განმცხადებლისთვის მივლინების ვადის გაგრძელებაზე უარი, ასევე 13 თვის განმავლობაში კონკრეტულ ვაკანსიაზე მისი კანდიდატურის განუხილველობა დროში ემთხვევა მის საჯაროდ გამოხატულ კრიტიკულ პოზიციას. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან დამაჯარებელი/სარწმუნო და დისკრიმინაციული მოპყრობის გამაქარწყლებელი ინფორმაციის წარმოუდგენლობა კიდევ უფრო ამყარებს აღნიშნულ ეჭვს და რეალურად, ვერ უზრუნველყოფს დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის გაქარწყლებას. ამდენად, საქმის მასალების შეფასების შედეგად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განმცხადებლისთვის მივლინების ვადის გაგრძელებაზე უარი და ასევე მისთვის 2021 წლის 1-ელი მარტიდან მისი კანდიდატურის კონკრეტულ ვაკანსიაზე განუხილველობა მის მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციული მოპყრობას წარმოადგენს". - წერია სახალხო დამცველის დასკვნაში. გიგი გიგიაძე 24-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე უმაღლესი რანგის კარიერული დიპლომატია. მან ივერი მელაშვილის მხარდამჭერი პოსტი Facebook-ზე ერთ-ერთმა პირველმა გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისთვის წარდგენილი ბრალდება "აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია". ელჩის ამ შეფასებას მმართველი გუნდისა და საგარეო საქმეთა მინისტრისგან კრიტიკა მოჰყვა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 11 ივლისს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის 11 ივლისს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყების საფუძველი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე, პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინება გახდა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 11 ივლისს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა, დაახლოებით 03:10 საათზე, სუიციდი განახორციელა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“ - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

იუსტიციის მინისტრის მოადგილე: ციხეებში ე.წ. ობშჩიაკი ვერ იქნება, რადგან იქ ფული მატერიალური სახით პატიმრებს არ აქვთ

ციხეებში ე.წ. ობშჩიაკი ვერ იქნება, ვინაიდან, იქ ფული მატერიალური სახით პატიმრებს არ აქვთ, - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განცხადა, რითაც არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის, ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშს გამოეხმაურა. „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ბუნებრივია, მსგავს ინფორმაციას არ ადასტურებს. ფაქტები ცხადყოფს, რომ არავითარი საერთო, ანუ „ობშჩიაკი“ ვერ იქნება და არ არის პენიტენციურ სისტემაში ძალიან მარტივი მიზეზის გამო, თანხა მატერიალური სახით, პატიმრებს არ აქვთ. იქ არის სპეციალური ბარათები, რომლითაც მათ შეუძლიათ კანონმდებლობით დაშვებული ნივთები შეიძინონ. რაც შეეხება სხვადასხვა ნიშნებს, თუ მცდელობას, ვიღაცამ ვიღაცაზე გარკვეული გავლენა მოახდინოს, როცა საუბარია მსგავს ნიშნებზე, რა თქმა უნდა, პენიტენციური სამსახური მყისიერად ატარებს ზომებს, რათა, თუ ეს ნიშნები არის, აღმოფხვრილი იყოს. მეორე მხრივ, როცა საუბარია ე.წ. სუბკულტურაზე, გეტყვით, რომ არსებობს ძალიან ეფექტიანი მექანიზმები პენიტენციურ სისტემაში იმისათვის, რომ ნებისმიერი მიდრეკილება, ნებისმიერი მცდელობა პატიმართა შორის გარკვეული იერარქიის არსებობისა, იყოს დაზღვეული და გამორიცხული. ეს პირველ ყოვლისა, არის პატიმრის გადაყვანის მექანიზმი, პატიმართა რისკის ინდივიდუალური შეფასება და ა.შ. გამოწვევები არსებობს და გამოწვევები ნებისმიერი სახელმწიფოს ნებისმიერ პენიტენციურ სისტემაში არსებობს. რაც მთავარია, ცალკეული ინციდენტებით არ უნდა ვიმსჯელოთ და ვთქვათ, რომ სისტემური პრობლემაა ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის არსებობა, ან ე.წ. ობშჩიაკის აკრეფა და ა.შ. „ობშჩიაკს“ როგორ დავადასტურებ, ფული, როგორც ასეთი, ციხეში - პენიტენციურ სისტემაში არ ტრიალებს. სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, პენიტენციურ სისტემაში ნაღდი ფული არ ტრიალებს“,-  მინისტრის მოადგილემ. ცნობისთვის, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით არაერთმა პატიმარმა დაუდასტურა დელეგაციას იერარქიის არსებობა და ფულის შეგროვება პატიმართა უკანონო ფონდისთვის, „ობშჩიაკისთვის“. „დელეგაცია შეშფოთებული იყო პატიმართა არაფორმალური იერარქიის არსებობის აშკარა ნიშნების აღმოჩენით, როგორიცაა ტიპიური სიმბოლოები, რომლებიც განთავსებული იყო საკნების კარის ზემოთ და საკნის კედლებზე (განსაკუთრებით №17 საპყრობილეში). გარდა ამისა, ყველა ციხეში (მაგრამ ძირითადად რუსთავში) იყო აშკარა განსხვავება საკნების პირობებს შორის: მაშინ როცა პატიმართა უმეტესობას უწევდა ცხოვრება ვიწრო და საკმაოდ შელახულ საცხოვრებელში, ზოგიერთი პატიმარი (სავარაუდოდ, ისინი, ვინც პატიმართა იერარქიაში უფრო მაღალ წოდებებს იკავებენ) სარგებლობდნენ შედარებით კომფორტული პირობებით, მეტი საცხოვრებელი ფართით, გარემონტებული საკნებით და ბევრი არასტანდარტული აღჭურვილობით (დიდი ტელევიზორები, DVD-ები, hi-fi ანძები, კონდიციონერები, სამზარეულოს კუთხეები და ა.შ.. არაერთმა პატიმარმა დაუდასტურა დელეგაციას იერარქიის არსებობა და ფულის შეგროვება (უფრო სწორად გამოძალვა) პატიმრებისგან, (მაგრამ უფრო ხშირად მათი ოჯახებისგან) პატიმართა უკანონო ფონდისთვის („ობშჩიაკი“) “, - აღნიშნულია ანგარიშში.