სოსო გოგაშვილის მეუღლე: ჩემი თვალით დავინახე, რომ ლეიბის ქვეშ ამოდეს იარაღი - სოსო გოგაშვილი სამი მუხლითაა დაკავებული

ჩემი თვალით დავინახე, რომ ლეიბის ქვეშ ამოდეს იარაღი, როგორ ფიქრობთ, 13 გაფორმებული იარაღი აქვს ჩემს მეუღლეს და ეს ორი იარაღი უკანონო ჰქონდა?! სოსო გოგაშვილი სამი მუხლით არის დაკავებული, - ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მეუღლემ თეა მარტყოფლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მე აღარ ვაპირებ გაჩერებას. ძალიან ბევრი ცილისწამება გავუტარე ყველას. ღამის ორ საათზე მესმის საშინელი ხმა, 10 წლის ბავშვს ეგონა ტერორისტები მოვიდნენ, უნდა აგვაფეთქონო? შემოვარდნენ, ჩემი ბიჭი დააგდეს, ხელები სულ დალურჯებული აქვს, სოსოც დააგდეს,- აღნიშნავს სოსო გოგაშვილის მეუღლე.

ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს.