თეგი: ავტობუსი
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ავტობუსში მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N359 ავტობუსში ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლეს. თვითმხილველების ინფორმაცით, ავტობუსში სროლა შელაპარაკებას მოჰყვა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის (მუხლი 236. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება; მუხლი 118. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) საფუძველზე ერთი პირი დააკავეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ფეხშია დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეს ავტობუსი დაეჯახა
ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეს ავტობუსი დაეჯახა. დაშავებული კაცი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ბათუმში ერთმანეთს მატარებელი და ავტობუსი შეეჯახა
ბათუმში მატარებელი და ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. ამის შესახებ Tv25.ge თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება. Europetime-ს შსს-ში ფაქტი დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ დამატებითი დეტალები ზუსტდება და შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. Europetime ინფორმაციისთვის „საქართველოს რკინიგზას“ დაუკავშირდა. მომხდარზე კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
შსს: ავტობუსის მძღოლი, რომელიც რუსთავი-გარდაბნის გზაზე 4 წლის ბავშვს დაეჯახა, დაკავებულია
ავტობუსის მძღოლი, რომელიც რუსთავი-გარდაბნის გზაზე 4 წლის ბავშვს დაეჯახა, დაკავებულია. ცნობისთვის, მუნიციპალური ავტობუსი 4 წლის ბავშვს დაეჯახა. ბავშვი გარდაბნის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა კლინიკაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.