თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ავტობუსში მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N359 ავტობუსში ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლეს. თვითმხილველების ინფორმაცით, ავტობუსში სროლა შელაპარაკებას მოჰყვა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის (მუხლი 236. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება; მუხლი 118. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) საფუძველზე ერთი პირი დააკავეს.


რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ფეხშია დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.