თეგი: ალექსანდრ სირსკი
გენერალი სირსკი: უკრაინამ შექმნა პირობა ბახმუტის გათავისუფლებისთვის, ოკუპანტები ნახევრად ალყაში არიან
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ ახლა ყველა პირობაა შექმნილი დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის დაბრუნებისთვის კიევის კონტროლის ქვეშ, რუსი დამპყრობლები ნახევრად ალყაში არიან. სირსკის ინფორმაციით, უკრაინელი ჯარისკაცები გადავიდნენ აქტიურ კონტრშეტევაზე, რათა გააუმჯობესონ ტაქტიკური პოზიცია და შექმნან პირობები ბახმუტის სრულად ალყაში მოქცევისთვის. გენერალი სირსკი უკრაინის კონტრშეტევასა და ბახმუტის „სტრატეგიულ მნიშვნელობაზე“ გენერლის თქმით, ვაგნერ ჯგუფის კონტრაქტორებმა, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ქალაქის აღების მცდელობებს, განიცადეს ისეთი მძიმე დანაკარგები, რომ ისინი საბრძოლო მოქმედებებში გამოუსადეგარი გახდნენ. „უკრაინა ბახმუტის აღებას ათჯერ ნაკლები დანაკარგებით შეძლებს,“ - განაცხადა სირსკიმ.
სირსკი უკრაინის ფრონტზე წარმატების მიღწევის ფურმულაზე საუბრობს
უკრაინა დღის წესრიგში ახალი გამოწვევების წინაშე დგას. უკრაინის შეიარაღებული ძალების (AFU) მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის თქმით, მხოლოდ საბრძოლო მეთოდების უწყვეტი გაუმჯობესება მისცემს უკრაინას წარმატების მიღწევის საშუალებას. სირსკის თქმით, უკრაინა ამჟამად ახალი გამოწვევების წინაშე დგას, მათ შორის: ყველა სამხედრო სამეთაურო და კონტროლის ორგანოების, ასოციაციების, ფორმირებებისა და ქვედანაყოფების მოქმედებების მკაფიო და დეტალური დაგეგმვა, ჩვენი მოკავშირეებისგან მომდინარე უახლესი იარაღის ფრონტის ხაზის საჭიროებების გათვალისწინებით; საბრძოლო ოპერაციებისთვის საჭირო ყველაფრის უსწრაფესი და რაციონალური განაწილება რჩება სამხედრო ლოგისტიკის მთავარ ამოცანად; ფრონტის ხაზის ყველა საჭიროების ცოდნა და მის თითოეულ სფეროში არსებული სიტუაციის გაცნობიერება; „იდეებისა და გეგმების შემუშავებისა და წარმატებით განხორციელებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამხედრო სამეთაურო და კონტროლის ორგანოების პერსონალის კვალიფიკაციას,“ - განმარტავს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. მისივე განმარტებით, ჯარისკაცების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჯარის მთავარი ფასეულობებია. ბალანსის დაცვა საბრძოლო მისიების შესრულებასა და ქვედანაყოფებისა და ქვედანაყოფების აღდგენას შორის პერსონალის ინტენსიური განათლებითა და მომზადებით რჩება ისეთივე აქტუალური, როგორც არასდროს; ახალი ტექნიკური გადაწყვეტილებების დანერგვა და წარმატებული გამოცდილების გაფართოება, როგორიცაა, უპილოტო სისტემების და თანამედროვე ელექტრონული ომის საშუალებების გამოყენება, გამარჯვების მშენებლობის ერთ-ერთი მომავალი ვექტორია. „მხოლოდ ცვლილებები და ომის საშუალებებისა და მეთოდების მუდმივი გაუმჯობესება მოგვცემს საშუალებას, მივაღწიოთ წარმატებას ამ გზაზე. და, რა თქმა უნდა, საიმედო უკანა მხარე, ომში საერთო წარმატების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია," - აღნიშნავს სირსკი. სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გუშინ, 8 თებერვალს დაინიშნა. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნის, გუნდში დარჩენა შესთავაზა.
სირსკი: ავდიივკას მაინც დავაბრუნებთ
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინას ავდიივკადან ჯარისკაცები თავდაცვის ხელსაყრელ პოზიციებზე გადაჰყავს. „ავდიივკის ირგვლივ შექმნილი ოპერაციული სიტუაციიდან გამომდინარე, ალყაში მოქცევის თავიდან ასაცილებლად და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, გადავწყვიტე, ჩვენი ქვედანაყოფები ქალაქიდან გამეყვანა და თავდაცვის უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადავიდეთ,“ - ნათქვამია ალექსანდრ სირსკის განცხადებაში. სირსკიმ აღნიშნა, რომ პოზიციების შესანარჩუნებლად და სიტუაციის დასტაბილურებისთვის შესაბამის ზომებს იღებს. „ავდიივკას მაინც დავიბრუნებთ,“ - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა. უკრაინა და მისი პარტნიორები, ავდიივკაში მძიმე ვითარების შესახებ იუწყებიან თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი
ავდიივკიდან უკრაინული ძალების გაყვანა არ ნიშნავს, რომ რუსეთმა რაიმე საზღვრებს მიაღწია - ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული ძალების გაყვანა ავდიივკადან არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა მიაღწია რაიმე საზღვრებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ხალხის გადარჩენაა. „[რუსეთის] კონტრშეტევითი ოპერაციები ოქტომბერში დაიწყო და ოქტომბრიდან მთელი იარაღით და მთელი ძალით უტევდნენ ამ უბედურ ავდიივკას. ათიათასობით მათი ჯარისკაცი დაიღუპა იქ. ამას მიაღწია რუსეთმა. მე მჯერა, რომ ჩვენი ძალები მუდმივად ასრულებენ რუსების გამოფიტვის დავალებას და ჩვენი სიცოცხლის გადარჩენა სწორი გადაწყვეტილებაა. შემდეგ იქნება აღდგენა და ჩვენ დაველოდებით საჭირო იარაღს, რომელიც უბრალოდ არ იყო საკმარისი. არ არის საკმარისი შორ მანძილზე მოქმედი იარაღი. რუსეთს აქვს ისინი, ჩვენ კი, ძალიან ცოტა გვაქვს. ეს არის მთელი სიმართლე. ამიტომ, დღეს ჩვენი მთავარი იარაღი ჩვენი ჯარისკაცები, ხალხია და ჩვენ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გვაქვს,“ - განაცხადა ზელენსკიმ. სირსკი: ავდიივკას მაინც დავიბრუნებთ
„ყველა დასახლება, რომლის დაკავებას რუსული ძალები ცდილობენ, უკრაინის კონტროლქვეშ რჩება“ - სირსკი ფრონტის ხაზზე ჩავიდა
აღმოსავლეთ სექტორში რთული ვითარების მიუხედავად, ყველა დასახლება, რომლის დაკავებას რუსული ძალები ცდილობენ, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ რჩება. ეს განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ ფრონტის ხაზზე ვიზიტის შემდეგ გააკეთა. სირსკის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 12 მარტს განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა დონეცკის ოლქის ერთ-ერთი სოფელი დაიპყრეს, რაც თავის მხრივ, უკრაინულმხა მხარემ უარყო. თუმცა აღნიშნავენ, რომ „სიტუაცია თანდათან რთულდება და რუსების წინსვლის საფრთხე არსებობს.“ რუსეთი აგრძელებს წინსვლას რუსეთი აგრძელებს წინსვლას ტერნის, ივანივსკის, ბერდიჩის დასახლებებთან. ასევე, დონეცკისა და ზაპორიჟიეს ოლქებში. ფრონტის სხვა სექტორებში, რომლებიც სირსკიმ არ დააკონკრეტა, რუსული ძალების აქტივობა "შესანიშნავად შემცირდა,“ რაც ორკვირიანი სასტიკი ბრძოლის შემდეგ, მოსკოვის "უკიდურესად მძიმე დანაკარგებით“ აიხსნება. „ეს მოხდა მენეჯმენტის დროული გადაწყვეტილებების, საბრძოლო შესაძლებლობების დაკარგული დანაყოფების დროული ჩანაცვლების, ასევე, ჩვენი ჯარისკაცების გამბედაობისა და გამძლეობის გამო,“ - აღნიშნა სირსკიმ. უკრაინის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მასალის მწვავე დეფიციტს განიცდიან აშშ-ის დახმარების შეფერხების გამო.
სირსკი: უკრაინის თავდაცვის ძალებმა აღმოსავლეთში ვითარების სტაბილიზება შეძლეს
თავდაცვის ძალებმა აღმოსავლეთში ვითარების სტაბილიზება შეძლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ სირსკი საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელთან, ტიერი ბიურკართან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ “ტელეგრამის” პირად არხზე წერს. „ინფორმაცია მივაწოდე ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე. კერძოდ, იმის შესახებ, რომ ამ მომენტისთვის უკრაინის თავდაცვის ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთში ვითარების სტაბილიზება შეძლეს,” - წერს სირსკი. მან მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მთავრობასა და ხალხს “უკრაინის უწყვეტი და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის.” სირსკიმ, ასევე, მადლობა გადაუხადა ფრანგ კოლეგას საფრანგეთის ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედროების მომზადებაში მხარდაჭერისთვის.
ISW-ს შეფასებით, დონეცკის ოლქში, გარკვეული პოზიციებიდან უკრაინელების უკან დახევა რუსეთს ოპერატიულად მნიშვნელოვან სწრაფ გარღვევას არ მოუტანს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ 28 აპრილს განაცხადა, რომ ფრონტზე სიტუაცია გამწვავდა, მოწინააღმდეგე უტევს ფრონტის მთელ ხაზს და ზოგიერთი მიმართულებით ტაქტიკური წარმატება აქვს. მისი ინფორმაციით, უკრაინული ძალები დონეცკში გარკვეული პოზიციებიდან გაიყვანეს. კერძოდ, უკრაინული ძალები დონეცკის ოლქის 3 სოფლიდან უკან იხევენ. სოფლები ბერდიჩი, სემენივკა და ნოვომიხაილივკა მდებარეობს პოკროვსკის რაიონში, უკრაინის დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, რომელიც რჩება ფრონტის ხაზის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ სექტორად, რადგან რუსეთი აგრძელებს შეტევას. სირკის განმარტებით, უკრაინის არმიის მეთაურები, "რათა დაზოგონ უკრაინელი სამხედროების სიცოცხლე და ჯანმრთელობა", უკან იხევენ უფრო დაცულ პოზიციებზე. ის აცხადებს, რომ რუსეთის ჯარმა მიაღწია გარკვეულ ტაქტიკურ უპირატესობას, მაგრამ ოპერატიული უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლო. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ ბრძოლების დიდი ნაწილი მიმდინარეობს ჩასივ იართან, რომლის აღებასაც რუსეთი ავდიივკის დაპყრობის შემდეგ ცდილობს. მისი თქმით, დაძაბულობა არ ცხრება სამხრეთით, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, სადაც რუსული ჯარები ცდილობენ წინსვლას, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ. „სიტუაცია ფრონტზე გაუარესდა. სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდებისა და ფრონტის ხაზის გარღვევის მცდელობისას მტერმა თავისი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირება მოახდინა რამდენიმე მიმართულებით, შექმნა რა ძალებითა და საშუალებებით მნიშვნელოვანი უპირატესობა. ის აქტიურად უტევს ფრონტის მთელ ხაზს და ზოგიერთ მიმართულებით ტაქტიკური წარმატებები აქვს,“ - აღნიშნა სირსკიმ. მთავარსარდლის თქმით, რუსული ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციებს ხარკოვის ოლქის კუპიანსკის და ლიმანის დასახლებების მიმართულებით, ასევე დონეცკის ოლქის სივერსკის, სლოვიანსკის და კრამატორსკის სექტორებში. სირსკიმ განმარტა, რომ ვითარება სამხრეთში ასევე რჩება "ინტენსიური", რადგან რუსეთი ცდილობს წინსვლას ხერსონის ოლქის სოფელ კრინკის, ზაპოროჟიეს ოლქის სოფლების რობოტინოსა და ვერბოვეს მახლობლად და დონეცკის ოლქის სტარომაიორსკეს მახლობლად. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ხერსონის ოლქში, დაამყარეს კონტროლი კუნძულ ნესტრიჰაზე, რომელიც მდებარეობს მდინარე დნიპროს დელტაში და ის დიდი ხანია, განიხილებოდა "ნაცრისფერი ზონად". სირსკიმ აღნიშნა, რომ კიევის ჯარები ასევე წინ მიიწევენ ველეტენსკის რაიონში. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთს ავდეევკის მიმართულებით სავარაუდოდ, ისევ ექნება ტაქტიკური წარმატებები და უკრაინის არმიის სარდლობამ შესაძლოა, კვლავ მიიღოს უკან დახევის გადაწყვეტილება, თუ სხვა ტაქტიკურ პოზიციებს საფრთხე შეექმნება, თუმცა, უკრაინის ძალებს შეუძლიათ რაიონის გეოგრაფიული თავისებურებები გამოიყენონ რუსეთის არმიის წინსვლის შესანელებლად. ამასთან, ცენტრის ექსპერტები არ მოელიან, რომ რუსეთი უახლოეს ხანში შეძლებს ოპერატიულად მნიშვნელოვან გარღვევას. მათივე შეფასებით, დონეცკის ოლქის ზოგიერთი დასახლებული პუნქტიდან უკრაინელი სამხედროების უკან დახევას რუსეთის ძალებისთვის სწრაფი ტაქტიკური შენაძენი არ მოუტანია.
უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის კურსკის რეგიონის 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის კურსკის რეგიონის 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს. ვიდეოჩანაწერს ზელენსკი თავის სოციალურ ქსელებში ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კურსკის ოლქის დაკავებულ ტერიტორიებზე შემოწმება და სასტაბილიზაციო ღონისძიებები მიმდინარეობს, ასევე, გრძელდება ამ ტერიტორიებისთვის ჰუმანიტარული გადაწყვეტილებების შემუშავება. ზელენსკი ამბობს, რომ რთული და ინტენსიური ბრძოლების მიუხედავად, კურსკის რეგიონში უკრაინელი სამხედროების წინსვლა გრძელდება, ხოლო უკრაინის “გაცვლითი ფონდი” (რუსი ტყვეების რაოდენობა) იზრდება. „უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფებები აგრძელებენ კურსკის რეგიონის ტერიტორიაზე ოპერაციის წარმოებას. დღევანდელი დღის განმავლობაში ჩვენმა სამხედროებმა ცალკე მიმართულებებზე ერთიდან სამ კილომეტრამდე წინ წაიწიეს. კონტროლი დამყარებულია 40 კვადრატულ კილომეტრზე და დღეისთვის 74 დასახლებული პუნქტი იმყოფება ჩვენი კონტროლის ქვეშ. ბრძოლები ფრონტის მთელ ხაზზე მიმდინარეობს. ვითარება, საბრძოლო ქმედებების მაღალი ინტენსიურობის მიუხედავად, კონტროლის ქვეშაა,” - განაცხადა თავის მხრივ, სირსკიმ. ცნობისთვის, კურსკის ოლქი სულ რაღაც 30 000 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. ის აშშ--ის მერილენდის შტატის ან გერმანიის ბრანდენბურგის ზომის არის. უკრაინის საზღვრისპირა შეჭრა მეზობელ კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო და 12 აგვისტოსთვის უკრაინამ განაცხადა, რომ აკონტროლებდა რუსეთის ტერიტორიის 1000 კვადრატულ კილომეტრს. როგორც ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, კურსკის რეგიონში რუსეთმა უკრაინულ ძალებზე იერიშები მიიტანა და ამით უკრაინელთა წინსვლის შეჩერება შეძლო. რუსეთი უკრაინულ ძალებზე იერიშის პარალელურად კურსკის და ბელგოროდის რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციას განაგრძობს, ბრიტანული "როიტერი" წერს, რომ უკრაინის შეჭრიდან ერთი კვირის თავზე რუსეთმა 200 000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. უკრაინის ხელისუფლება ამბობს, რომ მისი სურვილია, ომი "აგრესორის მიწაზე" გადავიდეს. 12 აგვისტოს, დღის მიწურულს, მოსახლეობისადმი მიმართვის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და პარალელი გაავლო 2000 წელს ჩაძირულ რუსულ ატომურ წყალქვეშა გემ K-141 “კურსკსა” და რუსეთის რეგიონ კურსკს შორის. „24 წლის წინ, “კურსკის” კატასტროფა მოხდა, [ეს იყო] პუტინის მმართველობის სიმბოლური დასაწყისი. ახლა უკვე ვიცით რა იქნება მისი ბოლო - ისევ კურსკი. ასე ემართება ყველას, ვისაც სძულს ადამიანები და წესები. რუსეთმა ომი მოუტანა სხვებს და ახლა ომი სახლში ბრუნდება,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მსხვერპლის შესახებ ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება. დაღუპული ან დაჭრილი მებრძოლების, ჯარისკაცების შესახებ ინფორმაციას, ტრადიციულად, არც კიევი და არც მოსკოვი არ ასაჯაროებენ.