თეგი: ასეტ ასავბაევი
TRACECA-ს გენერალური მდივანი: დღესდღეობით ჩვენი დერეფანი სულ უფრო მეტ უპირატესობას იძენს - გადამზიდავებისთვის, ქვეყნებისთვის, ტვირთმფლობელებისთვის
„გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ტრასეკას მარშრუტების როლი დღეს ძალიან აქტუალურია, პრიორიტეტები გადახედილ იქნა და დღესდღეობით ჩვენი დერეფანი სულ უფრო მეტ უპირატესობას იძენს - გადამზიდავებისთვის, ქვეყნებისთვის, ტვირთმფლობელებისთვის“, - აცხადებს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის TRACECA-ს გენერალური მდივანი ასეტ ასავბაევი, რომელიც თბილისში ორგანიზაციის მთავრობათაშორისი კომისიის ყოველწლიურ, რიგით მე-16 სხდომის მუშაობაში მონაწილეობს. როგორც ასეტ ასავბაევი აღნიშნავს, ტრასეკას პლატფორმა მის წევრ ქვეყნებს ეხმარება, შექმნან საკანონმდებლო საფუძველი საზღვრების გადაკვეთის, შეზღუდვების თავიდან აცილების, გადაზიდვების გაუმჯობესებისთვის ერთიანი სატრანსპორტო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით. რაც შეეხება დღევანდელი სხდომის დღის წესრიგის მთავარ საკითხებს, მათ შორისაა კასპიის ზღვაზე ახალი გემის მიღების კონცეფცია, გადაზიდვების საფასურის შემცირების მიზნით - კასპიის ზღვაზე ბორნის საშუალებით. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 11 თებერვლიდან ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარე ქვეყანა 2 წლით საქართველო იქნება. დღეს კი სხდომის მონაწილე ქვეყნების დელეგაციები სხვა საკითხებთან ერთად განიხილავენ 2021 წელს საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის ტრასეკას სანებართვო სისტემის დანერგვის შედეგებს, ასევე ანგარიშს ტრასეკას მთავრობათაშორისი კომისიის 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ, რომლის მიზანია 2016-2026 წლებში ევროპა-კავკასია-აზიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისათვის სტრატეგიის განხორციელება. ამასთან, მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე დაგეგმილია ტრასეკას დერეფნის მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარების დოკუმენტისა და სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომის შემაჯამებელი რეზოლუციის მიღება. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ისეთი ინიციატივები, როგორიცაა მულტიმოდალური გადაზიდვების განვითარების მხარდაჭერა, მიმართულია ჩვენი მარშრუტის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ. ასევე საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ვგეგმავთ, შევიმუშაოთ ტარიფების წარმოების ერთიანი მიდგომა საკონტეინერო გადაზიდვებისთვის, რათა ის მიმზიდველი იყოს ჩვენს მარშრუტებზე. დღესდღეობით ამ ტარიფებს თითოეული ქვეყანა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე განსაზღვრავს, ჩვენი მიზანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომა არსებობდეს, შეგვეძლოს ამა თუ იმ სატარიფო შეღავათების გამოყენება, რათა საბოლოო ტარიფი კონკურენტუნარიანი და საინტერესო იყოს“, - აღნიშნა „ტრასეკას“ გენერალურმა მდივანმა. ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა.
TRACECA მზადაა, აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვაო პორტებს შორის კონტეინერებით ტვირთების გადაზიდვის დაწყებას მხარი დაუჭიროს
TRACECA-ს (ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი) გენერალურმა მდივანმა, ასეტ ასავბაევმა განაცხადა, რომ TRACECA-ს მზადაა, მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვაო პორტებს შორის კონტეინერებით ტვირთების გადაზიდვის დაწყებას, რათა შეამციროს დატვირთვა საგზაო გამშვებ პუნქტებზე. TRACECA-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვაო პორტებს შორის საკონტეინერო გადაზიდვის დაწყება საშუალებას მისცემს ზოგიერთი სატვირთო მანქანების გადამისამართებას რკინიგზით ტრანზიტზე. ასავბაევმა ასევე აღნიშნა აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოები ერთი გაჩერების საგუშაგოს შესაქმნელად, რომელიც იქნება პირველი მსგავსი რეგიონში. “დარწმუნებული ვარ, რომ ეს სამუშაო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის შესაძლებლობების განვითარებაში,” - აღნიშნა ასავბაევმა საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას. კონფერენციის მიზანია საჯარო, კერძო და აკადემიურ სექტორებს შორის დისკუსიების ორგანიზება ტრანსრეგიონული სატრანსპორტო დერეფნების განვითარებისა და გაფართოების შესახებ, ასევე დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის დამყარება. „მოგეხსენებათ, 2023 წლის მაის-ივნისში საპილოტე ტვირთების გადაზიდვისას აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე 75 საათზე მეტი დაიხარჯა. არსებული ვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის საზღვრის გამტარუნარიანობის გაზრდა. დარწმუნებული ვარ, ერთი გაჩერების შესახებ სამუშაო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის შესაძლებლობების განვითარებაში,“– განაცხადა ასეტ ასავბაევმა. TRACECA არის საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამა, რომელშიც ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 12 წევრი ქვეყანაა ჩართული. პროგრამის მიზანია ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობისა და ტრანსპორტის გაძლიერება შავი ზღვის აუზის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი 1993 წელს, ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით შეიქმნა.
ყაზახეთი და TRACECA როგორც კასპიის, ისე შავ ზღვაზე, საბორნე მომსახურების განვითარების საკითხებს განიხილავენ
ყაზახეთის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრმა სატჟან აბლალიევმა და TRACECA-ს (ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი) გენერალურმა მდივანმა, როგორც კასპიის, ისე შავ ზღვაზე საბორნე მომსახურების განვითარების საკითხები განიხილეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები საგზაო ტრანსპორტის სფეროს აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, სარფისა და წითელი ხიდის (საქართველო) გამშვებ პუნქტებზე გადატვირთულობის პრობლემაზე. ასავბაევმა ვიცე-მინისტრს გააცნო TRACECA-ს ქვეყნების ინიციატივების მიმდინარე სამუშაო და განხორციელების მიმდინარე სტატუსი. განხილვა მოიცავდა ნახევრადმისაბმელიანი საქონლის ტრანსპორტირების საპილოტე პროექტის შედეგებს, კერძოდ, აღინიშნა ქვეკონტრაქტის მხრიდან ზომების განხორციელების მნიშვნელობა. გარდა ამისა, ასავბაევმა ტრანსპორტის სამინისტროს მიმართა თხოვნით, დაეხმარონ პროცედურების დაჩქარებაში, რათა ყაზახური მხარის მიერ ETP-ის შესახებ შეთანხმების ტექსტის (ერთიანი სატრანზიტო ნებართვა) დამტკიცების პროცესი დასრულდეს. TRACECA მზადაა, აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვაო პორტებს შორის კონტეინერებით ტვირთების გადაზიდვის დაწყებას მხარი დაუჭიროს TRACECA არის საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამა, რომელშიც ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 12 წევრი ქვეყანაა ჩართული. პროგრამის მიზანია ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობისა და ტრანსპორტის გაძლიერება შავი ზღვის აუზის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი 1993 წელს, ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით შეიქმნა.