ყაზახეთი და TRACECA როგორც კასპიის, ისე შავ ზღვაზე, საბორნე მომსახურების განვითარების საკითხებს განიხილავენ

ყაზახეთის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრმა სატჟან აბლალიევმა და TRACECA-ს (ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი) გენერალურმა მდივანმა, როგორც კასპიის, ისე შავ ზღვაზე საბორნე მომსახურების განვითარების საკითხები განიხილეს.


აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები საგზაო ტრანსპორტის სფეროს აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, სარფისა და წითელი ხიდის (საქართველო) გამშვებ პუნქტებზე გადატვირთულობის პრობლემაზე. ასავბაევმა ვიცე-მინისტრს გააცნო TRACECA-ს ქვეყნების ინიციატივების მიმდინარე სამუშაო და განხორციელების მიმდინარე სტატუსი. განხილვა მოიცავდა ნახევრადმისაბმელიანი საქონლის ტრანსპორტირების საპილოტე პროექტის შედეგებს, კერძოდ, აღინიშნა ქვეკონტრაქტის მხრიდან ზომების განხორციელების მნიშვნელობა.


გარდა ამისა, ასავბაევმა ტრანსპორტის სამინისტროს მიმართა თხოვნით, დაეხმარონ პროცედურების დაჩქარებაში, რათა ყაზახური მხარის მიერ ETP-ის შესახებ შეთანხმების ტექსტის (ერთიანი სატრანზიტო ნებართვა) დამტკიცების პროცესი დასრულდეს.


TRACECA არის საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამა, რომელშიც ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 12 წევრი ქვეყანაა ჩართული. პროგრამის მიზანია ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობისა და ტრანსპორტის გაძლიერება შავი ზღვის აუზის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში.
 
ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი 1993 წელს, ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით შეიქმნა.