TRACECA მზადაა, აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვაო პორტებს შორის კონტეინერებით ტვირთების გადაზიდვის დაწყებას მხარი დაუჭიროს

TRACECA-ს (ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი) გენერალურმა მდივანმა, ასეტ ასავბაევმა განაცხადა, რომ TRACECA-ს მზადაა, მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვაო პორტებს შორის კონტეინერებით ტვირთების გადაზიდვის დაწყებას, რათა შეამციროს დატვირთვა საგზაო გამშვებ პუნქტებზე.


TRACECA-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვაო პორტებს შორის საკონტეინერო გადაზიდვის დაწყება საშუალებას მისცემს ზოგიერთი სატვირთო მანქანების გადამისამართებას რკინიგზით ტრანზიტზე. ასავბაევმა ასევე აღნიშნა აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოები ერთი გაჩერების საგუშაგოს შესაქმნელად, რომელიც იქნება პირველი მსგავსი რეგიონში.

“დარწმუნებული ვარ, რომ ეს სამუშაო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის შესაძლებლობების განვითარებაში,” - აღნიშნა ასავბაევმა საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას.

კონფერენციის მიზანია საჯარო, კერძო და აკადემიურ სექტორებს შორის დისკუსიების ორგანიზება ტრანსრეგიონული სატრანსპორტო დერეფნების განვითარებისა და გაფართოების შესახებ, ასევე დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის დამყარება.


„მოგეხსენებათ, 2023 წლის მაის-ივნისში საპილოტე ტვირთების გადაზიდვისას აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე 75 საათზე მეტი დაიხარჯა. არსებული ვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის საზღვრის გამტარუნარიანობის გაზრდა. დარწმუნებული ვარ, ერთი გაჩერების შესახებ სამუშაო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის შესაძლებლობების განვითარებაში,“– განაცხადა ასეტ ასავბაევმა.


TRACECA არის საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამა, რომელშიც ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 12 წევრი ქვეყანაა ჩართული. პროგრამის მიზანია ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობისა და ტრანსპორტის გაძლიერება შავი ზღვის აუზის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში.
 
ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი 1993 წელს, ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით შეიქმნა.