ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის წევრმა ქვეყნებმა მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს თავიანთი ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, განაცხადა TRACECA-ს გენერალურმა მდივანმა ასეტ ასავბაევმა.
"მდგრადი, ციფრული შუა დერეფანი და მის ფარგლებს გარეთ" - მრგვალი მაგიდა ამ თემის ირგვლივ, COP29-ის ფარგლებში გაიმართა.
„პროგრესის მიუხედავად, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა ამ გზაზე,“ - განაცხადა ასავბაევმა.
„აუცილებელია კორექტირება ეფექტიანი ტრანზიტის გასაადვილებლად და ჩვენი სასაზღვრო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. უფრო მეტიც, ციფრული კავშირი და ელექტრონული ინფორმაციის გაცვლა ტრანსპორტის სექტორში უნდა გაძლიერდეს, რაც პრიორიტეტი უნდა იყოს დერეფნის ყველა სახელმწიფოსთვის."
მან ხაზი გაუსვა ციფრულ ინტეგრაციაში ბოლოდროინდელ ეტაპს და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს IT სისტემებს შორის ინტეგრაცია გასულ თვეში მიიღწა.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ თურქეთისა და საქართველოს IT სისტემების ინტეგრირებაზე,“ - აღნიშნა ტრასეკას გენერალურმა მდივანმა.
- „ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ შეუფერხებელი კომუნიკაცია სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თითოეულ ქვეყანაში. ციფრულ კავშირს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს სატრანსპორტო სისტემებზე მზარდი ზეწოლის შესამსუბუქებლად."
ცნობისთვის, TRACECA არის საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამა, რომელშიც ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 12 წევრი ქვეყანაა ჩართული. პროგრამის მიზანია ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობისა და ტრანსპორტის გაძლიერება შავი ზღვის აუზის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში.
ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი 1993 წელს, ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით შეიქმნა.