თეგი: ბავშვი
თბილისში, პირველკლასელს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა
თბილისში პირველკლასელს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ცნობილია, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მას ფეხი აქვს მოტეხილი. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა
მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის განმარტებით, 13 წლის გოგო კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს, თუმცა რეანიმაციული ჩარევის მიუხედავად, მდგომარეობის დასტაბილება ვერ მოხერხდა. ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა „კლინიკაში ორი 13 წლის ბავშვი რამდენიმე წუთის ინტერვალით შემოიყვანეს. მოხდა პირველი პაციენტის მდგომარეობის დასტაბილურება და თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანეს. რაც შეეხება გოგოს, 13 წლის შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა ექიმმა. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ დენმა სამ მოზარდს დარტყა. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
მარნეულში, სავარაუდოდ, 10 წლის გოგოს გატაცება სცადეს
მარნეულში, სოფელ წერეთელში, სავარაუდოდ, 10 წლის გოგოს გატაცება სცადეს.„ტვპირველის“ ინფორმაციით, 10 წლის მოზარდის სავარაუდო გატაცების ფაქტი საჯარო სკოლასთან 4 დღის წინ მოხდა, როცა გოგო სკოლიდან შესვენებაზე მაღაზიაში გავიდა, მაღაზიიდან გამოსულს კი უცნობმა კაცმა მანქანა გაუჩერა და ტკბილეულით ცდილობდა, მოეტყუებინა, თითქოს მისმა მშობლებმა გაგზავნეს.მომხდარზე მიმდინარებს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.
თბილისში, ორი წლის ბავშვი პიტბულმა დაგლიჯა
თბილისში, ორი წლის ბავშვი პიტბულმა დაგლიჯა. როგორც ცნობილია, ბავშვი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დროისთვის, ოპერაცია უტარდება. ამასთან, ძაღლი, რომელიც მოულოდნელად აგრესიული გახდა, ბავშვის ოჯახს ეკუთვნის.
2 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც პიტბულმა დაგლიჯა მძიმეა
თბილისში, ორი წლის ბავშვი "პიტბულმა" დაგლიჯა. გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თბილისში, ორი წლის ბავშვი პიტბულმა დაგლიჯა ამ დროისთვის, ბავშვს ოპერაცია უტარდება. მეზობლების თქმით, გოგონას მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა ადგილას. შეგახსენებთ, ძაღლი, რომელიც მოულოდნელად აგრესიული გახდა, ბავშვის ოჯახს ეკუთვნის.
გურჯაანში, 8 წლის გოგოს მიკროავტობუსი დაეჯახა
გურჯაანში, ცხრა აპრილის ქუჩაზე 8 წლის გოგოს მიკროავტობუსი დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებული მშობლებმა კლინიკაში თავად გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მას თავის შიდა დახურული ტრავმები აღენიშნება. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
კახეთში, მცირეწლოვანზე ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ ბავშვის მამა დააკავა
კახეთში ორი წლის მცირეწლოვანზე ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ ბავშვის მამა დააკავა. ამასთან, კაცის დაკავებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. "გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრზე ძალადობას გულისხმობს", - აცხადებენ უწყებაში. ცნობისთვის, მცირეწლოვანი გურჯაანის კლინიკაში, დამწვრობებითა და მუცლის ძლიერი ტკივილით, გუშინ შეიყვანეს.