თეგი: ბერნარ არნო
ილონ მასკი მსოფლიოში ისევ ყველაზე მდიდარი ადამიანია
ილონ მასკმა რეიტინგში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის პოზიცია დაიბრუნა მას შემდეგ, რაც ეს ადგილი ფრანგმა ბერნარ არნომ დაკარგა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს ფრანგული ბრენდის LVMH-ის (LVMHF) აღმასრულებელმა დირექტორმა ბერნარ არნომ გასულ წელს გაუსწრო რეიტინგში, რომლის შედეგადაც, მასკი ორ თვეზე მეტია, ყველაზე მდიდართა სიაში მე-2 ადგილს იკავებდა. თუმცა, დღეის მდგომარეობით, Bloomberg-ი იტყობინება, რომ მასკი მილიარდერთა ინდექსის სათავეში დაბრუნდა. მასკის ქონება ორშაბათის მდგომარეობით, ბაზრების დახურვის შემდეგ, დაახლოებით 187,1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, არნოს ქონება - 185,3 მილიარდ დოლარს აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ Tesla-ს (TSLA) აქციების ფასი მკვეთრად შემცირდა გასულ წელს მასკის მიერ Twitter-ის პრობლემური შეძენის და ბაზარზე ფართო ვარდნის ფონზე, ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ფასი 2023 წელს გაიზარდა. 2022 წლის მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი ცნობილია - forbes
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბერნარ არნომ ერთ დღეში $11 მილიარდზე მეტი დაკარგა
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, 74 წლის ბერნარ არნომ, რომელიც ფრანგული კომპანია, LVMH-ის საკონტროლო პაკეტს ფლობს, ერთ დღეში 11,2 მილიარდი დოლარი დაკარგა. „სამშაბათს, LVMH-ის აქციები, რომელიც Louis Vuitton-ის ბრენდს ფლობს, პარიზში 5%-ით დაეცა. ეს არის ყველაზე დიდი ვარდნა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უფრო ფართო კლების ფონზე. შედეგად, ევროპულმა ფუფუნების სექტორმა მთლიანობაში დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი დაკარგა“, - ნათქვამია Bloomberg-ის ცნობებში. თანხების ამ კოლოსალური დანაკარგის მიუხედავად, ფრანგი მილიარდერის კაპიტალი მაინც 191,6 მილიარდი დოლარია. წელს არნოს ქონება 29,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ამავდროულად, სხვაობა LVMH-ის აღმასრულებელი დირექტორისა და მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კაპიტალებს შორის, 11,4 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
საფრანგეთის პროკურატურა მილიარდერ ბერნარ არნოს ტრანზაქციებს იძიებს, საქმეში ფიგურირებს რუსი ოლიგარქი
პარიზის პროკურატურის განცხადებით, ფრანგი მილიარდერი, ბერნარ არნო და რუსი ოლიგარქი, ნიკოლაი სარქისოვი ფულის გათეთრების საქმეზე გამოძიების ქვეშ არიან. გამოძიება ეხება მათ საქმიანობას საფრანგეთის ალპებში, კურშაველში, სათხილამურო კურორტზე, რომელიც მდიდარი ადამიანებისთვის მიმზიდველ ადგილად ითვლება. ამის შესახებ France24 წერს. ფრანგული გაზეთი Le Monde, Tracfin-ის ფინანსური დაზვერვის განყოფილებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 55 წლის რუსმა მილიარდერმა 2018 წელს 16 მილიონ ევროდ (დღევანდელი კურსით 17 მილიონი აშშ დოლარი) 14 საცხოვრებელი სახლი შეიძინა გარიგების საფუძველზე, რომელშიც ჩართული იყვნენ კომპანიები საფრანგეთში, ლუქსემბურგსა და კვიპროსში. მიუხედავად იმისა, რომ მყიდველად ითვლება, შესყიდვის განმახორციელებელი კომპანიის მონაცემებში სარქისოვის სახელი არსად ფიგურირებს. Forbes-ის მიხედვით, არნო, რომელიც LVMH-ს მართავს, მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანია ილონ მასკის შემდეგ. ის ეჭვმიტანილია სარქისოვისთვის 18,3 მილიონი ევროს სესხის გადაცემაში. გამომძიებლები თვლიან, რომ სარქისოვმა ოპერაციიდან ორი მილიონი ევრო გამოიმუშავა. Le Monde ციტირებს წარმომადგენლის სიტყვებს, რომ ოპერაცია „კანონის უმკაცრესი დაცვით ჩატარდა.“ გაზეთი ასევე ციტირებს სარქისოვთან დაახლოებულ ადამიანებს, რომლის მიხედვით, მოგება „მხოლოდ რამდენიმე ასეულ ათას ევროს" შეადგენდა და რომ რუსი ოლიგარქი პირადად არ იყო ჩართული ამ ოპერაციაში.
Forbes-მა მსოფლიოს 20 უმდიდრესი ადამიანის ახალი რეიტინგი შეადგინა, მათი მთლიანი ქონება 2,5 ტრილიონ დოლარზე მეტია
ფინანსურმა და ეკონომიკურმა ჟურნალმა Forbes USA-მ 2 აპრილს, განახლებული, მსოფლიოს 20 უმდიდრესი ადამიანის 38-ე რეიტინგი გამოაქვეყნა. მათი მთლიანი ქონება 2,48 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული. რეიტინგში პირველ ადგილს ზედიზედ მეორე წელია, Louis Vuitton Moët Hennessy-ის კომპანიების ჯგუფის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ბერნარ არნო 223 მილიარდი დოლარის ქონებით იკავებს. მეორე და მესამე ადგილები ასევე შეინარჩუნეს შემდეგმა მილიარდერებმა: ილონ მასკი ($195 მილიარდი; ძირითადი აქტივები: Tesla და SpaceX) და ჯეფ ბეზოსი ($194 მილიარდი, Amazon). მარკ ცუკერბერგი დაწინაურდა და მან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა ($177 მილიარდი, Meta*). ლარი ელისონი ($141 მილიარდი), პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი Oracle-ის დამფუძნებელი, მეოთხედან მეხუთე ადგილზე გადავიდა. რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებს უორენ ბაფეტი 133 მილიარდი დოლარის ქონებით, მეშვიდეა Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი ბილ გეითსი (128 მილიარდი დოლარი), მერვე - Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სტივ ბალმერი (121 მილიარდი დოლარი), მეცხრე - ნავთობგიგანტის Reliance Industries-ის ხელმძღვანელი მუკეშ ამბანი (116 მილიარდი დოლარი) და მეათე ადგილი - Google-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ლარი პეიჯი (114 მილიარდი დოლარი). მე-11 ადგილი - სერგეი ბრინი (Google-ის თანადამფუძნებელი და აქციონერი; $114 მილიარდი); მე-12 ადგილი - მაიკლ ბლუმბერგი (Bloomberg LP, $106 მილიარდი); მე-13 ადგილი - ამანსიო ორტეგა (ზარა, $103 მილიარდი); მე-14 ადგილი - კარლოს სლიმ ჰელუ (ტელეკომუნიკაციები; $102 მილიარდი); მე-15 ადგილი - ფრანსუა ბეტანკურ-მაიერსი (L'Oréal, $99,5 მილიარდი); მე-16 ადგილი - მაიკლ დელი (Dell, $91 მილიარდი); მე-17 ადგილი - გაუტამ ადანი (ინდოეთის უმსხვილესი აეროპორტის ოპერატორ ადანის თავმჯდომარე, $84 მილიარდი); მე-18 ადგილი - ჯიმ უოლტონი (Walmart-ის ქსელი, $78,4 მილიარდი); მე-19 ადგილი - რობ უოლტონი (ჯიმ უოლტონის ვაჟი; $77,4 მილიარდი); მე-20 ადგილი - Jensen Huang (გრაფიკული ჩიპების მწარმოებელ Nvidia-ს თანადამფუძნებელი; $77).