ილონ მასკმა რეიტინგში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის პოზიცია დაიბრუნა მას შემდეგ, რაც ეს ადგილი ფრანგმა ბერნარ არნომ დაკარგა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს ფრანგული ბრენდის LVMH-ის (LVMHF) აღმასრულებელმა დირექტორმა ბერნარ არნომ გასულ წელს გაუსწრო რეიტინგში, რომლის შედეგადაც, მასკი ორ თვეზე მეტია, ყველაზე მდიდართა სიაში მე-2 ადგილს იკავებდა.
თუმცა, დღეის მდგომარეობით, Bloomberg-ი იტყობინება, რომ მასკი მილიარდერთა ინდექსის სათავეში დაბრუნდა.
მასკის ქონება ორშაბათის მდგომარეობით, ბაზრების დახურვის შემდეგ, დაახლოებით 187,1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, არნოს ქონება - 185,3 მილიარდ დოლარს აღემატება.
მიუხედავად იმისა, რომ Tesla-ს (TSLA) აქციების ფასი მკვეთრად შემცირდა გასულ წელს მასკის მიერ Twitter-ის პრობლემური შეძენის და ბაზარზე ფართო ვარდნის ფონზე, ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ფასი 2023 წელს გაიზარდა.