თეგი: გაყინვა
ბელგიამ 50 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების რუსული აქტივები გაყინა
ბელგიამ, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებს, იურიდიულ პირებს, რომლებსაც სანქციები დაეკისრათ, 50,5 მილიარდი ევროს აქტივები გაუყინა. ამის შესახებ De Morgen წერს. საფრანგეთმა 1,2 მილიარდი ევროს რუსული აქტივები გაყინა 50,5 მილიარდი ევრო მოიცავს ისეთ ფინანსურ აქტივებს, როგორიცაა ფული, აქციები, რომელიც განთავსებულია ბელგიაში და ამ კაპიტალს რუსეთის 1229 მოქალაქე და 110 ორგანიზაცია ფლობს. მათ შორის არიან რუსი პოლიტიკოსები, ოლიგარქები, ბანკები და კომპანიები, რომლებსაც სანქციები დაეკისრათ. სანქციების ნაწილი 2014 წელს შემოიღეს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, თუმცა, შეზრუდვების უმეტესობა თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაწესდა.
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენი მიზანია რუსული აქტივების არამხოლოდ გაყინვა, არამედ, ჩამორთმევაც
ევროკავშირმა უკვე ბევრი გააკეთა რუსული აქტივების გაყინვის თვალსაზრისით და რუსული „ომის მანქანის“ დაფინანსების შესაზღუდად, თუმცა საჭიროა ამ საკითხის იურიდიულად დამუშავება, რომ ეს რესურსი უკრაინის აღსადგენად გამოვიყენოთ. მარიო დრაგი: ოლიგარქების აქტივების გაყინვასთან დაკავშირებით, იტალიას მიბაძეთ ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს ბერლინში უკრაინის რეკონსტრუქციის ექსპერტთა საერთაშორისო კონფერენციაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენი მიზანია რუსული აქტივების არამხოლოდ გაყინვა, არამედ, ჩამორთმევაც, მაგრამ ამისვის საჭიროა სამართლებრივი საფუძველი. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან ექსპერტები ყველა წევრი ქვეყნიდან, არიან საერთაშორისო ექსპერტებიც. ჯგუფს ეწოდება „გააჩერე და გაყინე“. ჯგუფის მიზანია არამხოლოდ აქტივების იდენტიფიცირება, რომლებიც გაყინულია, არამედ, სამართლებრივი წინაპირობების განსაზღვრა, რომლის საფუძველზე შესაძლებელია ამ აქტივების ჩამორთმევა და გამოყენება უკრაინის აღსადგენად“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
Politico: ევროკავშირმა, €68 მილიარდის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა
ევროკავშირმა, €68 მილიარდის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. ამის შესახებ Politico, ევროკავშირის შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს. ყველაზე მეტი, €50 მილიარდის ღირებულების რუსული აქტივი, ბელგიაში გაყინეს. მეორე ადგილზეა ლუქსემბურგი, სადაც გაყინული აქტივების მოცულობა €5,5 შეადგენს. ჯამში, იტალიამ, გერმანიამ, ირლანდიამ, ავსტრიამ და საფრანგეთმა, საერთო მოცულობიდან, რუსული აქტივების 90% გაყინეს. ამის გარდა, ევროკავშირმა, რუსეთის ნაციონალური რეზერვებიდან €33,8 მილიარდი გაყინა. როგორც გამოცემა წერს, ეს ციფრი ზუსტდება.