ბელგიამ, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებს, იურიდიულ პირებს, რომლებსაც სანქციები დაეკისრათ, 50,5 მილიარდი ევროს აქტივები გაუყინა. ამის შესახებ De Morgen წერს.
50,5 მილიარდი ევრო მოიცავს ისეთ ფინანსურ აქტივებს, როგორიცაა ფული, აქციები, რომელიც განთავსებულია ბელგიაში და ამ კაპიტალს რუსეთის 1229 მოქალაქე და 110 ორგანიზაცია ფლობს. მათ შორის არიან რუსი პოლიტიკოსები, ოლიგარქები, ბანკები და კომპანიები, რომლებსაც სანქციები დაეკისრათ.
სანქციების ნაწილი 2014 წელს შემოიღეს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, თუმცა, შეზრუდვების უმეტესობა თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაწესდა.