თეგი: დავით ხიდაშელი
ეკონომიკის მინისტრი VTB ბანკის შესაძლო გაყიდვაზე: დავით ხიდაშელის გეგმებზე ინფორმაციას არ ვფლობ
ეკონომიკის მინისტრმა VTB ბანკის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება, არსებობს კონკრეტული პროცედურები, რომლებსაც ეროვნული ბანკი იცავს. „არ მაქვს ინფორმაცია ბატონი დავითის გეგმების შესახებ. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება, არსებობს კონკრეტული პროცედურები, რომლებსაც ეროვნული ბანკი იცავს იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ ბანკში ხდება აქციონერების ცვლილება და შესაბამისად, ეროვნული ბანკი იმოქმედებს იმ წესების მიხედვით, რომლებიც თანაბრად ეხება ნებისმიერ კომერციულ ბანკს საქართველოში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ. ეროვნული ბანკის განცხადებით, VTB ბანკის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინტერესი არსებობს, თუმცა ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შესულა. VTB ბანკის ხელმძღვანელი: მხოლოდ საქართველოდან გავდივართ შეგახსენებთ, მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვითიბი“ ბანკს დავით ხიდაშელი ყიდულობს. მორიგი ცნობა კი, 25 ივლისს, bm.ge-ს მიერ გავრცელდა. ქართული მედიის ინფორმაციით, შეკითხვაზე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ შესაძლო შესყიდვის შესახებ ინფორმაცია, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი პირდაპირი პასუხისგან თავს იკავებს. IPN-ის ცნობით, ბიზნესმენმა ერთი მხრივ აღნიშნა, რომ საქართველოში 47 პროექტი აქვს დაგეგმილი და ყველა მათგანს ბოლომდე მიიყვანს, მეორე მხრივ კი განაცხადა, რომ მის მიმართ „ჩირქის მოცხების უსაფუძვლო მცდელობებს აქვს ადგილი“. „საქართველოში დაგეგმილი მაქვს 47 პროექტი. რამდენი ტყუილიც არ უნდა წერონ ჩემზე, ვინც არ უნდა ეცადოს დეზინფორმაციის გავრცელებას ან ჩემ შეჩერებას, მაინც მივიყვან ბოლომდე ყველა პროექტს. მე პოლიტიკაში არ ვიღებდი, არ ვიღებ და არ ვაპირებ რაიმე მონაწილეობას არანაირი სახით. მე ვარ ქართველი და ვცდილობ, დავეხმარო საქართველოს საზღვრების აღდგენა-გასწორებაში. საქართველო ეკუთვნის ქართველებს და მეც მათი ნაწილი ვარ“, - განაცხადა ხიდაშელმა. ცნობისათვის, „VTB ბანკის“ საქართველოს ფილიალს ჩამოერთვა ფიზიკური პირების, მსესხებლებისა და დეპოზიტარების მომსახურების უფლება. საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი გადაეცა „ბაზისბანკს“, კორპორაციული საბანკო პორტფელი კი „ლიბერთი ბანკს“.
რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი: საკვირველია, ამდენი ცრუ პროვოკატორი ერთად როგორ შეიკრიბა, განზე უნდა გავდგე
რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი დავით ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს. ის ამბობს, რომ ოჯახს ურჩია, ტენდერი გამოაცხადონ, რათა „ყველა კვალიფიციურ ადამიანს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50%-იანი წილი, რომელიც ოჯახმა შეიძინა-იქნება - ეს „რიყის დოქები“ თუ სანადირო მეურნეობის ლიცენზია რაჭაში“. „რადგან კანონმდებლობა, მთავრობა იმდენად უსუსური და დაუცველია, რომ ღია ტენდერებში გამარჯვებული თავისი მოქალაქე ვერ დაუცავს ასეთი უსაფუძვლო თავდასმებისა და სიყალბისგან, გამოსავალს იმაშიღა ვხედავ, რომ განზე გავდგე! საკვირველია, ლამაზ სახელებს ამოფარებული ამდენი ცრუ, პროვოკატორი, ინფორმაციის დამახინჯებაში დაოსტატებული, ტყუილების გამავრცელებელი ერთად რამ შეკრიბა. საზოგადოებისთვის ნათლად რომ გამოჩნდეს, რომ ეს ცრუ მქადაგებელნი ვერც ვერავის დამშინებლები და ვერც ვერაფრის გამკეთებელნი არიან, მე ვურჩიე ჩემს ოჯახს გამოვაცხადონ ტენდერი 2022 წლის 31 დეკემბრამდე, რათა ყველა კვალიფიციურ ადამიანს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50%-იანი წილი, რომელიც ჩემმა ოჯახმა შეიძინა-იქნება ეს დოქები თუ სანადირო მეურნეობის ლიცენზია რაჭაში!", - წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 24 ნოემბერს გამოქვეყნებულ კვლევაში აცხადებდა, რომ „დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად, საქართველომ 2 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა“.
ბიზნესმენი დავით ხიდაშელი აცხადებს, რომ რაჭის სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის
ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა ქართულ მედიას მიაწოდა კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა”-ს განცხადება, რომლის თანახმად, ის საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის. კომპანიის თანახმად, ხიდაშელის გადაწყვეტილების მიღება უკავშირდება „სახელმწიფოს მხრიდან შექმნილმა გაუგებრობებს". „ბიზნესმენს ბოლო დროს ხელისუფლება ლიცენზიის გადახედვითა და შეჩერებით დაემუქრა. როგორც თავად კომპანიაში აცხადებდნენ, საქმე არა პირობების შეუსრულებლობას, არამედ თავად სახელმწიფოს მხრიდან შექმნილ გაუგებრობებს ეხებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითხოვდა იმ პირობების შესრულებას, რომელიც არ იყო სათანადოდ გაწერილი და თავად სახელმწიფო არ ასრულებდა თავის ვალდებულებებს. გარემოსდაცვითმა დეპარტამენტმა ჯერ კიდევ 20 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიის „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” მიმართ სამართალდარღვევის ოქმები შედგა. როგორც განცხადებიდან ირკვევა, კომპანიამ დაარღვია პირობა, რაც მისი სალიცენზიო არეალის განვითარების გეგმის შედგენას და ამ გეგმის სახელმწიფოსთვის წარდგენას ითვალისწინებდა," - ნათქვამია განცხადებაში. როგორც კომპანია აღნიშნავს, 15 ნოემბერს ცნობილი ხდება, რომ მომდევნო დღეებში დავით ხიდაშელმა გაუგებრობებისა და მომდევნო სასამართლო პროცესების აცილების და მისი სახელის უმიზეზოდ შელახვის გამო, რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზია და კომპანია გაყიდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ხელშეკრულება უკვე ფორმდება და უახლოეს ერთ კვირაში ცნობილი გახდება, რომ რაჭის ტყეების ლიცენზიის ერთ-ერთი მონაწილე ესპანეთის სამონადირეო მეურნეობებთანაა დაკავშირებული; მეწილე ასევე გახდება სხვა ქართული კომპანიაც”. დავით ხიდაშელმა განაცხადა: „საქართველოში თუ არ აინტერესებთ მისი ინვესტიციები, „კარგად იყვნენ უჩემოდ". როგორც მან განმარტა, არც კრემლთან და არც „ქართულ ოცნებასთან" არ არის დაახლოებული. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, სამონადირეო მეურნეობა შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” შეუჩერეს ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი. როგორც დეპარტამენტი აღნიშნავს, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით, ტყით სპეციალური სარგებლობისთვის მოთხოვნილი 97 276 ჰა ფართობიდან 20 540,3 ჰა „ზურმუხტის ქსელის“ [ტერიტორიის მესაკუთრე ვალდებულია დაიცვას აღნიშნული ფართობი უარყოფითი ზემოქმედებისაგან და დაგეგმოს თავისი საქმიანობა ისე, რომ დაცული იყოს ტერიტორიის ის ეკოლოგიური მახასიათებლები და კომპონენტები, რომელთა დასაცავადაც შეიქმნა „ზურმუხტის ქსელი"] ტერიტორიაზე ფიქსირდება. შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” საბოლოო ბენეფიციარი ბიზნესმენი დავით ხიდაშელია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, კომპანიას სამინისტროში საჭირო დოკუმენტაცია არ წარუდგენია.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია ძალადაკარგულად გამოაცხადა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანია შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკს“, რომელიც ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან არის დაკავშირებული, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად სპეციალური ლიცენზია გაუუქმა. ხსენებულ საკითხზე გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს. „გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანიაზე შპს ,,ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა’’ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ 2022 წლის 23 მარტის N38/ს ბრძანება ძალადაკარგულად გამოაცხადა, შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გაცემული სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია (№000019) გაუქმდა. კომპანიის „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“ მიერ სალიცენზიო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წლის მაისში იქნა შედგენილი. ლიცენზიების და ნებართვების კანონი, ისევე როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ითვალისწინებს გარკვეულ სამართლებრივ ქმედებებს, თუკი სახეზე არის ვალდებულებების შეუსრულებლობა. აღნიშნულის საფუძველზე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების პროცესი დაიწყო. წარმოების ფარგლებში, სააგენტომ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები; დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით ჩატარდა ზეპირი მოსმენა, სადაც მხარეებს შესაძლებლობა მიეცათ, წარმოედგინათ მოსაზრებები და არგუმენტები სალიცენზიო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. განხილვის შედეგად, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია განვითარებაზე ორიენტირებული ყველა პროექტის მხარდაჭერა, თუმცა, შეთანხმებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ზომები იქნება მიღებული,“ - წერია განცხადებაში. გარემოს ეროვნული სააგენტო ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიაზე: დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ბიზნესმენი დავით ხიდაშელი აცხადებს, რომ რაჭის სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის
„არც ანტიდასავლური, არც პრორუსული და მით უმეტეს, არც ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია“ - ვოლსკი ხიდაშელთან შეხვედრაზე
დავით ხიდაშელს არც ანტიდასავლური, არც პრორუსული და მით უმეტეს, არც ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ვიდეოს, რომლის თანახმად, ის დავით ხიდაშელს შეხვდა. მისივე თქმით, „ბევრი რამ განაპირობა თვითონ დავით ხიდაშელის მიმართ დამოკიდებულებამ, რადგან ის იყო ადამიანი, რომელმაც ამხილა ის, რომ "მიხეილ სააკაშვილმა ტერიტორიები გაასხვისა და რუკები ჩამოიტანა არქივიდან." „დავით ხიდაშელმა დამირეკა, მე მას არ ვიცნობდი, საინტერესო მოსაზრებები მაქვს აფხაზეთთან დაკავშირებითო. ეს ვიდეო რომ გავრცელდა, ვერ მივხვდი ამ „ტაშფანდურის“ მიზეზი რა იყო, თუმცა ვიტყვი, რომ ძალიან ხმამაღლა საუბრობდნენ კაფეში ისე, რომ მიმტანს და ყველა იქ მჯდომ ადამიანს ესმოდა. შემდეგ მივხვდი, რომ თურმე „დროას“ ხალხია, რომლებსაც ყოველდღე უნდა შეახსენო, რომ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებენ დაფინანსებას და მგონი ეს სიხარული და „ტაშფანდური“ იმით იყო გამოწვეული, რომ დავით ხიდაშელს შევხვდი. გულახდილად გეუბნებით, ხიდაშელს არანაირად არც ანტიდასავლური, არც პრორუსული და არც მითუმეტეს ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია. საუბარი ჰქონდა იმაზე, რომ 2011 წელს „ნაცმოძრაობის” პერიოდში იყო რუსეთთან შეთანხმება და შვეიცარიასთან საერთაშორისო მონაწილეობით, მათ შორის საქართველომ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობის მწვანე შუქი აუნთო რუსეთს და თუ შესაძლებელია, რომ ეს სატრანზიტო მოძრაობა ამ შვეიცარიის მხარის ჩართულობით აღდგეს იმ შეთანხმებით, რომელიც 2011 წელს „ნაცმოძრაობამ” გააფორმა რუსეთთან. მაგრამ ჩემი დიდი პასუხები არც დასჭირვებია, თავადვე კარგად ესმის და თავისი პოზიციაც გამოხატა, რომ დღევანდელ ვითარებაში, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა და ახდენს უკრაინული ტერიტორიების ოკუპაციას, რაიმე მოლაპარაკება, საერთაშორისო მონაწილეობით მითუმეტეს რუსეთთან, პრაქტიკულად არა შეუძლებელია, არამედ გამორიცხულია, ამას პერსპექტივა არ გააჩნია და ეს თვითონაც კარგად ესმის. მაგრამ, მაინც აქ ბევრი რამ განაპირობა თვითონ დავით ხიდაშელის მიმართ დამოკიდებულებამ. გახსოვთ, რომ ის იყო ადამიანი, რომელმაც ამხილა ამათი ბელადი, ის, რომ სააკაშვილმა ტერიტორიები გაასხვისა, რუკები ჩამოიტანა არქივიდან. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს მიზეზი, რომ „დროა” ფინანსდება რუსული ბიუჯეტიდან, რომ დავით ხიდაშელი მათ პირად მტერს წარმოადგენს, ასეთ შემთხვევაში მათ ბელადს უპირისპირდება, ეს იყო განმაპირობებელი ამ აჟიოტაჟის, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია,” - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად 2024 წლის 9 თებერვლამდე მუშაობდა - სამინისტრო
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა. უწყების განმარტებით, იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეუწყდა და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს. „ამასთან, დავით ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში არ ჰქონია სახელმწიფო საიდუმლო ცნობებზე დაშვება,“ წერს თავდაცვის სამინისტრო. “მთავარი არხის” ცნობით, მათ მოიპოვეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენი დავით ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტს იკავებდა. კერძოდ, ხიდაშელთან გაფორმებული იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მისი ყოველთვიური ანაზღაურება 1000 ლარი უნდა ყოფილიყო. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დავით ხიდაშელთან თავდაცვის უწყების მიერ გაფორმებულ კონტრაქტზე დეტალურად არ საუბრობს. „დავით ხიდაშელი ჩემს მრჩევლად?… იყო რაღაც პერიოდი, როცა გარეჯაზე ვმუშაობდით, იცით თქვენ, რომ დავით გარეჯის საკითხზე ვმუშაობდით და მაშინ დავითიც [ხიდაშელი] ჩართული იყო ამ საკითხზე. ამ საკითხთან დაკავშირებით თუ დაგვჭირდებოდა კითხვები.” კითხვა, მისი ინფორმაციით, დღესაც არის თუ არა ის მრჩეველი, ასე პასუხობს: “არ მგონია, დღეს არ იქნება ალბათ გაფორმებული.” თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი უწყების თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 9 თებერვალს წარუდგინა.
ირაკლი კობახიძე: დავით ხიდაშელს არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავდაცვის სამინისტროში დავით ხიდაშელის საქმიანობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია. პრემიერის თქმით, ხიდაშელთან იყო გარკვეული შრომითი ურთიერთობა, რომელიც თებერვლიდან შეწყდა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახალმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, ვერ დაინახა საჭიროება, ხიდაშელთან ეს შრომითი ურთიერთობა გაგრძელებულიყო. „როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში ძალიან მკაფიოდ ეწერა, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე დავით ხიდაშელს წვდომა არ ჰქონია. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ საკუთარ გადაწყვეტილებებზე. საბოლოოდ, ამ თემასთან დაკავშირებით მსჯელობა გვქონდა. იყო გარკვეული შრომითი ურთიერთობა, რომელიც თებერვლიდან შეწყდა. ეს არის ის, რაც მოხდა,“ განაცხადა კობახიძემ. კითხვას, არის თუ არა პრობლემა ევტუშენკოვთან კავშირები, კობახიძემ უპასუხა, რომ ამ თემაზე სპეკულაციები ზედმეტია. ცნობისთვის, ცნობისთვის, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროში, წლების განმავლობაში მინისტრის მრჩევლად დავით ხიდაშელი მუშაობდა. ეს ინფორმაცია ამავე ტელევიზიასთან საუბრისას, ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაადასტურა. მოგვიანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა. უწყების განმარტებით, თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს.
“ებრძვიან ადამიანს, რომელმაც ქვეყანას სიკეთე მოუტანა“ - ანდრია ჯაღმაიძე დავით ხიდაშელზე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს. მის განცხადებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „წარმოგიდგენთ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას დავითგარეჯის საკითხის შესახებ: ბოლო დღეებში კვლავ დაიწყო მორიგი დეზინფორმაციული შეტევა დავითგარეჯისა და მის მიმდებარე სასაზღვრო ზოლის საქმის შესახებ. სამწუხაროდ, პერიოდულად, სახელმწიფოსა და სამშობლოს ინტერესების დაცვისგან შორს მყოფი ხალხი თავს ესხმის ამ ეროვნულ და საკრალურ საკითხს და ცდილობს, დეზინფორმაციითა და ღვარძლით ჩირქი მოსცხოს იმ სიმართლეს, რაც საზოგადოებისა და ქართველი ერისთვის თავზარდამცემი გახდა. ალბათ, ასეთი რამ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა, როდესაც ქვეყანა, რომელიც თავისი ათასწლეულობით კუთვნილი ტერიტორიების საერთაშორისო სტანდარტით აღიარებულ საკუთრებას ადასტურებს, კერძოდ, კარტოგრაფიული და იურიდიული დოკუმენტაციით, და ამ დროს იმავე ქვეყნის მოქალაქეთა თუნდაც უმცირესი ნაწილი აღნიშნულ პროცესს ეწინააღმდეგება და ებრძვის. დღეს ამ საკითხისადმი ახალი დეზინფორმაციის საშუალებად ბატონი დავით ხიდაშელის სახელი წამოწიეს. აბრალებენ და შეურაცხყოფენ ადამიანს იმის გამო, რომ მან საქართველოში ჩამოიტანა უმნიშვნელოვანესი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მდგომარეობას 1936-41 წწ. ჩათვლით გვიჩვენებს. მოგეხსენებათ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 1996 წელს ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში შედგა პრინციპული და ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფოთაშორის საზღვრის დამდგენ ხაზს 1938 წლის მდგომარეობით აღიარებს. ბატონი დავითის მიერ სწორედ ამ წლების კარტოგრაფიული მასალა იქნა გადაცემული სახელმწიფოსთვის, მათ შორის, არა მარტო რუსული რუკა, არამედ ამერიკულიც და გერმანულიც, რომლებიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს 1936-41 წლებში საქართველოს სასარგებლოდ საზღვრავს. გარდა ამისა, ბატონმა დავითმა საქართველოს გადასცა 200-ამდე უნიკალური კარტოგრაფიული მასალა, რაც უდავოდ ქვეყნის სიმდიდრეა. დეზინფორმაციის შემქმნელები ხაზს უსვამენ მხოლოდ რუსულ, 1936-38 წლების რუკას და დიახ, ეს უმნიშვნელოვანესი კარტოგრაფიული მასალაა, რომელიც იურიდიულად დამოწმებული სახით არ მოგვეპოვებოდა და ის გადამწყვეტ როლს ასრულებს სახელმწიფოთაშორის სასაზღვრო საკითხის სამართლებრივად გადაწყვეტაში, მაგრამ მათი მიკერძოებულობა იქიდან ჩანს, რომ ისინი არაფერს ამბობენ ამერიკულ და გერმანულ კარტოგრაფიულ მასალებზე, რომლებიც ბატონმა დავითმა ჩამოიტანა და ზუსტად, იდენტურად იმეორებენ 1936-38 წლებში რუსეთში გამოშვებული კარტოგრაფიული მასალის სასაზღვრო ხაზს! ებრძვიან ადამიანს, რომელმაც ქვეყანას სიკეთე მოუტანა და იცავენ ადამიანებს, რომელნიც, რომ არა ეკლესიის და ქართველი ერის ერთად დგომა, ქვეყანას, ჩვენს დედასამშობლოს, არა მარტო ისტორიულ, არამედ საკრალურ ტერიტორიებსაც დააკარგვინებდნენ. დიახ, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ გარეჯი საქართველოა და ის ასეც დარჩება მომავალში!" “მთავარი არხის” ცნობით, მათ მოიპოვეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტს იკავებდა. კერძოდ, ხიდაშელთან გაფორმებული იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მისი ყოველთვიური ანაზღაურება 1000 ლარი უნდა ყოფილიყო. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დავით ხიდაშელთან თავდაცვის უწყების მიერ გაფორმებულ კონტრაქტზე დეტალურად არ საუბრობს. „დავით ხიდაშელი ჩემს მრჩევლად?… იყო რაღაც პერიოდი, როცა გარეჯაზე ვმუშაობდით, იცით თქვენ, რომ დავით გარეჯის საკითხზე ვმუშაობდით და მაშინ დავითიც [ხიდაშელი] ჩართული იყო ამ საკითხზე. ამ საკითხთან დაკავშირებით თუ დაგვჭირდებოდა კითხვები.” კითხვა, მისი ინფორმაციით, დღესაც არის თუ არა ის მრჩეველი, ასე პასუხობს: “არ მგონია, დღეს არ იქნება ალბათ გაფორმებული.” თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი უწყების თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 9 თებერვალს წარუდგინა. თავდაცვის სამინისტროს 15 მარტის განცხადებით, 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა. უწყების განმარტებით, იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეუწყდა და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს.
ირაკლი ღარიბაშვილი დავით ხიდაშელზე: 4 წელი სიმბოლურად იყო მრჩევლის თანამდებობაზე
„ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა ძალიან მნიშვნელოვანი რუკები ჩამოიტანა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს გააძლიერებდა. ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩეველი, დავით ხიდაშელი 4 წელი მუშაობდა უწყებაში და მასთან დაკავშირებით არცერთი კითხვა არ დასმულა. „ვინ იყო კრემლთან დაახლოებული? რატომ არის ეს თემა ასე აქტუალური? დავით ხიდაშელს ჩვენ ჩამოვატანინეთ ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომელიც ქართულ სახელმწიფოს გააძლიერებდა. ჩამოვატანინეთ ეს რუკები, მან ძალიან დიდი საქმე გასწია, მადლობა გადავუხადეთ, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მასალა ჩამოგვიტანა ჩვენ, სახელმწიფოს. თუ არ ვცდები, 4 წელი იგი სიმბოლურად იყო მრჩევლის თანამდებობაზე. ზოგადად, რომ იცოდეთ, ძალიან კარგად ერკვევა საზღვრის საკითხებში, დემილიტარიზაციის საკითხებში, რა ინფორმაციაზე მელაპარაკებით, თქვენ საერთოდ წარმოდგენა არ გაქვთ არაფერზე და ხალხს ატყუებთ, ეს არის აბსურდი, არაფრის მომცემი. გაასაჯაროებენ. 4 წელი ისე მუშაობდა, რომ საერთოდ კითხვა არ დასმულა, ახლა არ ვიცი საერთოდ, რატომ აწიეთ ეს თემა,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროში, წლების განმავლობაში მინისტრის მრჩევლად დავით ხიდაშელი მუშაობდა. აღნიშნული ინფორმაცია ამავე ტელევიზიასთან ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაადასტურა. „ნუ, იცით თქვენ, რომ ვმუშაობდით დავით გარეჯის საქმეზე და ჩართული იყო დავითიც ამ საკითხზე და ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ რაღაცაში დაგვჭირდებოდა, ვკითხავდით… არა მგონია, დღეს, ალბათ, არ იქნება გაფორმებული,” - განაცხადა ბურჭულაძემ. მოგვიანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა. უწყების განმარტებით, თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს.